|
საქართველოს რკინიგზა უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას და აზუსტებს, რომ გუშინ, ღამის სამგზავრო მატარებელზე რეისით ბათუმი-თბილისი დაფიქსირდა მხოლოდ მცირე ტექნიკური შეფერხება, რამაც გამოიწვია მატარებლის სამგზავრო გრაფიკთან შედარებით 38 წუთით დაგვიანება. რაც ბოლო პერიოდში, ინფრასტრუქტურული პროექტის „სწრაფი რკინიგზის“ წარმატებით მიმდინარეობისა და ახალი მატარებლების მეშვეობით, დიდი იშვიათობა გახდა. ჩვენი სამგზავრო მატარებლები ცენტრალურ მაგიტსრალზე 120 კმ. საათს ავითარებენ და ზედმიწევნით, წუთების სიზუსტემდე იცავენ სამგზავრო განრიგს.
გარდა ამისა, საქართველოს რკინიგზაში მიმდინარეობს სამგზავრო მატარებლების ელმავლების მოდერნიზაციის პროექტი, რომელსაც ჩვენი დაკვეთით ახორციელებს თბილისის ელმავალმშენებელი ქარხანა. პირველი მოდერნიზებულ ელმავალს უახლოეს დღეებში ველოდებით და აპრილის ბოლოსათვის კი, სამგზავრო ელმავლების პარკის განახლების პროექტის პირველი ეტაპი დასრულდება.
საქართველოს რკინიზგის სამგზავრო მატარებლები, მათი ტექნიკური მდგომარეობა, უსაფრთხოება და სისწრაფე სრულად პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს. |