კომპანიის შესახებ
მისია, ხედვა რკინიგზის ისტორიასტრუქტურასამეთვალყურეო საბჭომენეჯმენტიდირექტორთა საბჭოვაკანსია კომიტეტები
პროექტებიფინანსური ინფორმაცია
აუქციონებიტენდერებისოციალური პროგრამებიმედიაწესები და ინსტრუქციები 
 
თბილისში რკინიგზის ადმინისტრაციების სხდომა დასრულდა
მაისი 23, 2016

ქ. თბილისში რკინიგზის ადმინისტრაციების საბჭოს ორ დღიანი, რიგით 64-ე სხდომა დასრულდა. ღონისძიებაში მონაწილეობა შემდეგი ქვეყნების წარმომადგენლებმა მიიიღეს: აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელორუსია, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მოლდოვა, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უკრაინა, უზბეკეთი, საქართველო, ლიტვა, ლატვია, რუსეთი, ირანი, ფინეთი, ესტონეთი; სულ 180 წარმომადგენელი.

სხდომის თანათავმჯდომარე ს/ს ,,საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე იყო. საქართველოში გამართული სხდომის შედეგების თანახმად, დელეგაციების ხელმძღვანელებმა ხელი მოაწერეს პროტოკოლს, რომელშიც ასახული იყო სხდომაზე განხილული ყველა საკითხი. კერძოდ: 2015 წლისა და 2016 წლის I კვარტლის სამგზავრო კომპლექსის საერთაშორისო მიმოსვლის შედეგები; 2016/2017 წ.წ. მატარებლების მიმოსვლის განრიგის ნორმატივები; 2015 წლის კონტეინერების გადაწერის შედეგები და 2016 წლის სატვირთო ვაგონების გადაწერის მომზადება; რკინიგზის ადმინისტრაციების ურთიერთანგარიშსწორების 2015 წლისა და 2016 წლის I კვარტლის მდგოამრეობა; დსთ-ს ქვეყნების მეთაურთა 1996 წლის 18 ოქტომბრის სხდომის ინფორმაცია დსთ-ს მონაწილე - სახელმწიფოების 2015 წლის სარკინიგზო ტრანსპორტის შეთანხმებული სატარიფო პოლიტიკის დაწესების კონცეფციის გადაწყვეტილების შესრულებაზე; ს/ს ,,რუსეთის რკინიგზების“ კავშირის ცენტრალური სადგურის 2016 წელს საბჭოს დირექციისა და სარკინიგზო ადმინისტრაციებისათვის საკოორდინაციო საქმიანობის კავშირის მომსახურების ანაზღაურების ხარჯთაღრიცხვის უზრუნველყოფა; 2015 წლის საბჭოს დირექციის საქმიანობის უზრუნველყოფის ხარჯთაღრიცხვა და საბჭოს სარევიზიო კომისიის ანგარიში ხარჯთაღრიცხვის შერულების შემოწმების შესახებ; სარკინიგზო ადმინისტრაციების საინფორმაციო - გამოთვლითი ცენტრის საქმიანობის უზრუნველყოფის ხარჯთაღრიცხვის შესრულება, ს/ს ,,რუსეთის რკინიგზების“ მთავარი გამოტვლითი ცენტრის 2015 წლის ხარჯების ანაზღაურების ჩათვლით და ამ ხარჯთაღრიცხვის შესრულების შემოწმების შედეგები; საბჭოს საპატიო სიგელით დაჯილდოვება; 65-ე საბჭოს დღის წესრიგი, თარიღი და ჩატარების ადგილი.

შემდეგი, სარკინიგზო ტრანსპორტის ადმინისტრაციების 65-ე საბჭოს სხდომა მიმდინარე წლის ნოემბერში, ესტონეთის რესპუბლიკაში გაიამრთება.

სარკინიგზო ტრანსპორტის საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც 18 წევრი - ქვეყანაა, 1992 წელს დაარსდა. 24 წლის განმავლობაში საბჭოს მიერ ათობით გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ასევე, ხელმოწერილია შეთანხმებები, რომლებიც სატვირთო და სამგზავრო გადაზიდვების განხორციელებაში ტექნიკური და ნორმატიული ბაზების განვითარებას ხელს უწყობენ. რაც თვის მხრივ, 1520 სივრცის სავაჭრო - ეკონომიკური კავშირის ჰარმონიულ და მდგრად განვითარებას უზრუნველყოფენ.


 

 
 
Copyright © 2017 Georgian Railway. All Rights Reserved.