კომპანიის შესახებ
მისია, ხედვა რკინიგზის ისტორიასტრუქტურასამეთვალყურეო საბჭომენეჯმენტიდირექტორთა საბჭოვაკანსია კომიტეტები
პროექტებიფინანსური ინფორმაცია
აუქციონებიტენდერებისოციალური პროგრამებიმედიაწესები და ინსტრუქციები 
 
პატივცემულო მგზავრებო
ივლისი 01, 2016

საქართველოს რკინიგზაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან დაკავშირებით (სუფსა-ურეკის გადასარბენზე არსებულ ლითონის ხიდზე მალის ნაშენის შეცვლის სამონტაჟო სამუშაოები), 2016 წლის 5 ივლისის 06:00 სთ-დან 6 ივლისის 06:00 სთ-მდე „ფანჯრის’’ პერიოდში იკეტება სად. სუფსას ყველა ლიანდაგი და ურეკი-სუფსას გადასარბენი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ერთი რეისით მსვლელობიდან იხსნება შემდეგი მატარებლები:

- ერევნიდან 4 ივლისს და ბათუმიდან 5 ივლისს ჩქარი საერთაშორისო მატარებელი №202/201 ერევანი-ბათუმი.

- თბილისიდან 4 ივლისს და ოზურგეთიდან 5 ივლისს სამგზავრო მატარებელი №654/653 თბილისი-ოზურგეთი.

- თბილისიდან და ბათუმიდან 5 ივლისს ჩქარი ელექტრომატარებელი 852/851 თბილისი-ბათუმი.

- თბილისიდან და ბათუმიდან 5 ივლისს ჩქარი ელექტრომატარებელი 858/857 თბილისი-ბათუმი.

- თბილისიდან და ოზურგეთიდან 5 ივლისს ჩქარი მატარებელი 12/11 თბილისი-ოზურგეთი.

- თბილისიდან და ქუთაისიდან 5 ივლისს ჩქარი მატარებელი 18/17 თბილისი-ქუთაისი.

- ბათუმიდან და ქუთაისიდან 5 ივლისს მსვლელობიდან იხსნება ადგილობრივი მატ.683/684 .

- თბილისიდან 5 ივლისს და ბათუმიდან 6 ივლისს ჩქარი ელექტრომატარებელი №860/859 თბილისი-ბათუმი.

აღნიშნულ მიმართულებებზე „ფანჯრის’’ პერიოდში სამგზავრო ბილეთების გაყიდვა შეჩერებულია.

სს „საქართველოს რკინიგზა“ ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.


 
 
Copyright © 2017 Georgian Railway. All Rights Reserved.