კომპანიის შესახებ
მისია, ხედვა რკინიგზის ისტორიასტრუქტურასამეთვალყურეო საბჭომენეჯმენტიდირექტორთა საბჭოვაკანსია კომიტეტები
პროექტებიფინანსური ინფორმაცია
აუქციონებიტენდერებისოციალური პროგრამებიმედიაწესები და ინსტრუქციები 
 
,,თქვენ დღეს სიცოცხლე გადაარჩინეთ“ - აქციაში საქართველოს რკინიგზა ჩაერთო
ივნისი 20, 2016

 საქართველოს რკინიგზამ, სისხლის დონორთა დღისადმი მიძღვნილ აქციაში მონაწილეობა მიიღო. დონორთა კვირეულის ფარგლებში, მთელ მსოფლიოში, სხვადასხვა ღონისძიებები იმართება. ,,საქართველოს რკინიგზა“ წელსაც შეუერთდა კვირეულს. კომპანია ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტთან ერთად (სისხლის გადასხმის ინსტიტუტი), სისხლის უანგარო დონორთა აქციაში ,,თქვენ დღეს სიცოცხლე გადაარჩინეთ,“ ჩაერთო.

საკმაოდ დიდი იყო რკინიგზელ მოხალისე დონორთა აქტივობა. ,,საქართველოს რკინიგზის თანამშრომლები პროექტში აქტიურად ჩაერვთნენ, რაც მისაბაძი მაგალითი უნდა იყოს სხვა ორგანიზაციებისთვისაც, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სტატისტიკის მიხედვით, ყოველ 3 წამში ადამიანს სისხლი ესაჭიროება,“ - განაცხადა ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის ადმინისტრაციულმა მენეჯერმა, თამარ დოლაბერიძემ.

აქციაში მონაწილე თითოეულ პირს ჩაუტარდა ფართო სპექტრის, მაღალი ხარისხის გამოკვლევები. რკინიგზელი მოხალისე დონორები ჰემოგლობინის, საერთო სისხლისა და ვირუსების ანალიზების შედეგების პასუხებს რამდენიმე დღეში მიიღებენ. აქციაში მონაწილე ყველა დონორს ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის სახელით ,,მადლობის სიგელები“ გადაეცათ.

 

 


 
 
Copyright © 2017 Georgian Railway. All Rights Reserved.