კომპანიის შესახებ
მისია, ხედვა რკინიგზის ისტორიასტრუქტურასამეთვალყურეო საბჭომენეჯმენტიდირექტორთა საბჭოვაკანსია კომიტეტები
პროექტებიფინანსური ინფორმაცია
აუქციონებიტენდერებისოციალური პროგრამებიმედიაწესები და ინსტრუქციები 
 
სს „საქართველოს რკინიგზა“ ახალ შემადგენლობებს ამატებს
ივნისი 24, 2016

მგზავრთნაკადის მატებასთან დაკავშირებით, სს „საქართველოს რკინიგზა“ 6 ივლისიდან ამატებს ახალ შემადგენლობას (#854/853) თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებაზე. 4 ვაგონიანი ელექტრომატარებელი რეისებს ყოველდღიურად შეასრულებს. „საქართველოს რკინიგზა“ მგზავრებს თითო მიმართულებაზე დამატებით 300 ადგილს შესთავაზებს. მატარებელი თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან გავა 07:20, ქ.ბათუმში ჩავა 12:50. ქ. ბათუმიდან გამოვა 16:35 და თბილისში ჩამოვა 22:00. მგზავრებისათვის დამატებითი კომფორტის შესაქმნელად განრიგი მორგებულია საქალაქო ტრანსპორტს.

შავი ზღვისპირეთში ტურისტული სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით და მგზავრთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, „საქართველოს რკინიგზა“ 25 ივნისიდან ქუთაისი-ბათუმი-ქუთაისის მიმართულებაზე დამატებით საგარეუბნო ოთხვაგონიან ელექტრომატარებელს (#898/897) ნიშნავს. მატარებელი ქ. ქუთაისიდან გავა 08:25 ქ.ბათუმში ჩავა 11:05. ქ. ბათუმიდან გამოვა 18:45 და ქ. ქუთაისში დაბრუნდება21:30. მგზავრობის ღირებულება შეადგენს 4 ლარს.

 

·საქართველოს რკინიგზა სასიამოვნო მგზავრობას გისურვებთ!


 
 
Copyright © 2017 Georgian Railway. All Rights Reserved.