კომპანიის შესახებ
მისია, ხედვა რკინიგზის ისტორიასტრუქტურასამეთვალყურეო საბჭომენეჯმენტიდირექტორთა საბჭოვაკანსია კომიტეტები
პროექტებიფინანსური ინფორმაცია
აუქციონებიტენდერებისოციალური პროგრამებიმედიაწესები და ინსტრუქციები 
 
,,ბათუმი ცენტრალში“ შვეიცარული კომპანია Stadler Bussnang AG-ის, ულტრათანამედროვე, ორსართულიანი, ელექტრო მატარებლის პრეზენტაცია გაიმართა
ივლისი 25, 2016

22 ივლისს ,,ბათუმი ცენტრალშიშვეიცარული კომპანია Stadler Bussnang AG-ის, ულტრათანამედროვე, ორსართულიანი, ელექტრომატარებლის პრეზენტაცია გაიმართა. ახალი მატარებლის პრეზენტაციას ესწრებოდნენ კომპანია Stadler Altenrhein AG-ის გენერალური დირექტორი და აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი მარკუს ზაუერბრუხი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, / ,,საქართველოს რკინიგზისსამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კონსტანტინე გუნცაძე, / ,,საქართველოს რკინიგზისგენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე და სხვა ოფიციალური პირები.

2 ახალი მატარებელი ბათუმის სადგურში საზეიმოდ შემოვიდა და სტუმრებს მატარებლის ინტერიერის დათვალიერების შესაძლებლობა ქონდათ. პრეზენტაციაზე მოწვეული იყვნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომლებსაც ასევე ქონდათ საშუალება პრაქტიკაში ენახათ ის ტექნიკური შესაძლებლობები, რომლებიც აღნიშნული კატეგორიის მგაზავრებზეა გათვლილი.

,,ეს არის ახალი ეტაპი ქართული რკინიგზის ისტორიაში. საქართველოს რკინიგზა აგრძელებს ახალი სტრატეგიის განხორციელებას, ინტეგრირებას გლობალურ სატრანსპორტო ლოგისტიკურ ქსელში - ჩვენს ყველაზე მოკლე ევრაზიულ კორიდორში განსაკუთრებული, მნიშნელოვანი და აქტიური ფუნქციის შესრულებას და, რაც მთავარია, ჩვენს რეგიონში მზარდი ტურისტული ნაკადის ხელშეწყობასა და მომსახურებას. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველას, ვინც აქტიური წვლილი შეიტანა და თავისი კონტრიბუცია გაიღო ამ სასიკეთო წამოწყებაში მადლობა გადავუხადო,“ - განაცხადა / ,,საქართველოს რკინიგზისსამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ კონსტანტინე გუნცაძემ.

,,ჩვენ დღეს საქართველოს რკინიგზის მრავალწლიან ისტორიაში ახალი განვითრების ეტაპის დაწყების თვითმხილველნი ვართ. მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ საქართველოს რკინიგზას თავის ისტორიაში ასეთი მაღალი კლასისა და სტანდარტის მოძრავი შემადგენლობა არ ყოლია. შესაბამისად, ეს არის ახალი ნაბიჯი ჩვენი კომპანიის განვითარების ისტორიაში. მინდა გითხრათ, რომ კომპანია ,,შტადლერისარკინიგზო ინდუსტრიაში ერთ-ერთ წამყვან ბრენდს წარმოადგენს. ბევრი ევროპული ქვეყნის რკინიგზა აღჭურვილია მათი ტექნოლოგიით და დღეს საქართველოს რკინიგზაც ამ რიგებს შეემატა და ეს ჩვენთვის დიდი პატივია,“ - აღნიშნა / ,,საქართველოს რკინიგზისგენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ. მისი განცხადებით, 2014 -2015 წლები საქართველოს რკინიგზისათვის წარმატებული წლები იყო, რადგან კომპანიამ სატვირთო გადაზიდვებიდან მსხვილი შემოსავლები მიიღო. სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა ის, რომ შესაძლებელი გახდა ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება. მამუკა ბახტაძემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა კომპანია ,,შტადლერს“, რომელმაც საბაზრო კონიუქტურის გათვალისწინებით, ასეთი უნიკალური ტექნიკურ-ეკონომიკური წინადადება შესთავაზა რკინიგზას.

კომპანია “Stadler Altenrhein AG” გენერალური დირექტორის და აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის მარკუს ზაუერბრუხის თქმით, კომნპანია ძალიან ამაყია, რომ შეძლო ამ ოთხი მატარებლის საქართველოსთვის მიწოდება. “ჩვენი კომპანიისთვის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს, ის რომ ამ ბაზარზე ვართ წარმოდგენილები, ამაყები ვართ, რომ მოწოდებული მატარებლები მაღალი ტექნოლოგიებით და დახვეწილი დიზაინით გამოირჩევა,” - განაცხადა მარკუს ზაუერბრუხმა.

,ძნელია ემოციის გარეშე ილაპარაკო, როდესაც საქართველოში ასეთი დონის პროდუქტი და ინფრასტრუქტურა შემოდის. რამდენიმე წლის წინ ასეთი რამ, მართლაც სანატრელი იყო. ეს ფაქტი განსაკუთრებით სასიამოვნოა იმ ფონზე, როდესაც საქართველოში დინამიურად იზრდება ტურისტების რაოდენობა. მიხარია, რომ საქართველოს რკინიგზამ არა მხოლოდ ტურისტებს, არამედ ჩვენს მოქლალაქეებს, აჭარის მიმართულებით მგზავრობისას, ისეთი ტიპის პროდუქტი შესთავაზა, როგორსაც კერ კიდევ ბევრი ქვეყანა შენატრის,“- განაცხადა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ.

ორსართულიანი, ევროპული სტანდარტის Stadler Kiss ოთხი ახალი მოდელის ელექტრომატარებელი / ,,საქართველოს რკინიგზამკომპანია Stadler Bussnang AG-გან შეიძინა. 400 ადგილიანი მატარებლის ტექნიკური მონაცემები სრულად შეესაბამება საქართველოს რკინიგზის მოქმედ გაბარიტებს. ლიანდაგის სიგანე, რომელზეც მატარებელია გათვლილი - 1520 მმ-ია. ელექტრომატარებლის სიგრძე 101,7 მეტრია, ხოლო სიგანე 3400 მმ, ახალი ელექტრომატარებლის სიმაღლე 5240 მმ- შეადგენს .

ტექნიკური მოთხოვნების შესამუშავებლად საქართველოს რკინიგზამ Deutsche Bahn-ის ექსპერტების მომსახურებით ისარგებლა. ტექნიკურ პარამეტრებზე გერმანელ სპეციალისტებთან ერთად ქართული მხარეც მუშაობდა.აღნიშნული ელექტრომატერებლები თბილისიდან შავი ზღვის სანაპიროსაკენ მიმავალ მგზავრებს გადაიყვანს. ახალი მატარებლები ევროპის ყველაზე მაღალი სტანდარტების მოთხოვნებს აკმაყოფილებენ. ქართულ რეალობაში ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც მატარებლები სრულად იქნებიან მორგებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებებზე.

ელექტრომატარებელი თბილისიდან შავი ზღვის მიმართუელბით გაჩერების გარეშე მოძრაობს და მხოლოდ ზღვისპირა კურორტების სადგურებში - ურეკში, ქობულეთსა და ბათუმში ჩერდება. შავი ზღვის კურორტების მიმართულებით მატარებლით მგზავრობის საფასური არ იცვლება.


 
 
Copyright © 2017 Georgian Railway. All Rights Reserved.