კომპანიის შესახებ
მისია, ხედვა რკინიგზის ისტორიასტრუქტურასამეთვალყურეო საბჭომენეჯმენტიდირექტორთა საბჭოვაკანსია კომიტეტები
პროექტებიფინანსური ინფორმაცია
აუქციონებიტენდერებისოციალური პროგრამებიმედიაწესები და ინსტრუქციები 
 
საქართველოს რკინიგზაში, კომპანიის მენეჯმენტის ინიციატივით, შრომის ინსპექტორები შევიდნენ
აგვისტო 23, 2016

დღეს, "საქართველოს რკინიგზაში", კომპანიის ინიციატივით, შრომის ინსპექტორები შევიდნენ, რომლებიც კომპანიაში არსებულ სამუშაო პირობებს შეისწავლიან. ინსპექტირების პროცესის დაწყებას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და ,,საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი მამუკა ბატაძე დააკვირდნენ.

შრომის ინსპექტორების მობილური ჯგუფები საქართველოს რკინგიზაში არსებულ სამუშაო პირობებსა და შრომის უსაფრთხოებას შეაფასებენ. შედეგად, მომზადდება დასკვნა და შესაბამისი რეკომენდაციები გაიცემა. ინსპექტირების პროცესი თბილისში დაიწყო და ქვეყნის მასშტაბით რკინიგზის ყველა დანაყოფში ჩატარდება.

,,საქართველოს რკინიგზამ თავად მოგვმართა თხოვნით იმისათვის, რომ შრომის ინსპექტირებას გრაფიკზე ადრე ჩაეტარებინა აქ სამუშოები. მე ვფიქრობ, რომ ეს თანამშრომლობა წარმატებული იქნება. საქართველოს რკინიგზა, შრომის პირობების მხრივ, ერთ-ერთი მაღალი რისკის საწარმოა. მე ძალიან მიხარია, რომ პირველივე ნაბიჯებიდან ჩამოყალიბდა ასეთი თანამშრომლობა. ასევე ძალიან მიხარია, რომ საქართველოს რკინიგზის მენეჯმენტი ასეთ დიდ ყურადღებას უთმობს მისი თანამშრომლების ჯანმრთელობასა და სამუშაო პირობებს,“ - განაცხადა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

,,ეს იყო საქართველოს რკინიგზის ინიციატივა. ჩვენთვის აბსოლუტურ პრიორიტეტს წარმოადგენს ის, რომ ჩვენი თანამშრომლების შრომითი პირობები მაქსიმალურად იყოს მიახლოებული იმ სტანდარტებთან, რისი ამბიციაც გააჩნია საქართველოს რკინიგზასა და რაც კანონმდებლობითაა გათვალისწინებული. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს ორგანიზაცია, რომელიც მოგვცემს რეკომენდაციებს და ჩვენ, ბუნებრივია, ამ რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ. რკინიგზა მასშტაბური მეურნეობაა. ჩვენი ამოცანა არის რკინიგზაში არ დარჩეს სამსახური, რომელიც არ იქნება შემოწმებული და არ დაიდება შესაბამისი რეკომენდაციები, რომლებსაც საქართველოს რკინიგზა გაითვალისწინებს,“- აღნიშნა ს/ს ,,საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბატაძემ.

აღსანიშნავია ის, რომ ამ დრომდე, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ 200-ზე მეტი კომპანია შემოწმდა. ინსპექტირების მიზნით, საკუთარი ინიციატივით, მხოლოდ 30-მდე კომპანიამ მიმართა და მათ შორის ერთ-ერთი საქართველოს რკინიგზაც არის.


 
 
Copyright © 2017 Georgian Railway. All Rights Reserved.