კომპანიის შესახებ
მისია, ხედვა რკინიგზის ისტორიასტრუქტურასამეთვალყურეო საბჭომენეჯმენტიდირექტორთა საბჭოვაკანსია კომიტეტები
პროექტებიფინანსური ინფორმაცია
აუქციონებიტენდერებისოციალური პროგრამებიმედიაწესები და ინსტრუქციები 
 
ბათუმში „არგუს კასპიის-შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფანი-2016“ გაიხსნა
სექტემბერი 16, 2016

ბათუმი საერთაშორისო კონფერენცია „არგუს კასპიის-შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფანი-2016“ მასპინძლობს. ღონისძიება 15 სექტემბერს, ”სასტუმრო ჰილტონის“ საკონფრენციო დარბაზში გაიხსნა და 16 სექტემბერს დასრულდება. მე-3 საერთაშორისო კონფერენციაზე 20 ქვეყნის 200-მდე დელეგატი მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც ნავთობისა და სატრანსპორტო-ლოჯისტიკურ კომპანიებს, ნავთობგადამამუშავებელ და საწვავის მომხმარებელ ქვეყნებს წარმოადგენენ.

კონფერენციაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილება -ეკონომიკური კრიზისის პირობებში აზერბაიჯანი-საქართველოს სატრანსპორტო დერეფანის ახალი ტვირთები და პერსპექტივები, ირანისათვის სანქციების ნაწილის გაუქმება, სატრანსპორტო დერეფნის ფოთი - სამსუნი (თურქეთი) პერსპექტივები, ტვირთბრუნვის დინამიკა კასპიის-შავი ზღვის რეგიონში, სატრანსპორტო დერეფანი ,,ჩრდილოეთი-სამხრეთი", "ბაქო-თბილისი-ყარსის" რკინიგზა, ევროპის მიერ კასპიის-შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფნის მიმართ ევროპის მიერ პერსპექტივის შემოღება და სხვ.

კონფერენცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ გახსნა, რომელმაც რეგიონის სატრანზიტო პოტენციალის განსაკუთრებულ როლსა და ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა, მამუკა ბახტაძემ საერთაშორისო ფორუმის ბათუმში გამართვა ქვეყნაში არსებული დერეფნის აქტუალურობით ახსნა და ტვირთბუნვის მოსალოდნელი გაზრდაც ივარაუდა.

მონაწილეების მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა შესაძლებლობებს, რომლებსაც ჩვენი დერეფანი სთავაზობს ვაჭრობის კუთხით ირანისა და ჩინეთის მიმართულბით. ზოგადად, სივრცეში ფიქსირდება ტვირთების კლება. ვფიქრობ, ამ კუთხით საინტერესო დიალოგია. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ ნავთობი გადამისამართდება ნავთობსადენში და ამას აქვს ობიექტური საფუძველი. თუმცა, მეორეს მხრივ, ჩვენ 2014 – 2015 წლებში გადავზიდეთ ისტორიული რაოდენობის ნავთობპროდუქტები. შესაბამისად, მოლოდინი გვაქვს, რომ ნავთობპროდუქტების წილი ჩვენს საერთო გადაზიდვებში კიდევ უფრო გაიზრდება,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საერთაშორისო კონფერენცია „არგუს კასპიის-შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფანი-2016“ საქართველოს რკინიგზისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარეობს.


 
 
Copyright © 2017 Georgian Railway. All Rights Reserved.