კომპანიის შესახებ
მისია, ხედვა რკინიგზის ისტორიასტრუქტურასამეთვალყურეო საბჭომენეჯმენტიდირექტორთა საბჭოვაკანსია კომიტეტები
პროექტებიფინანსური ინფორმაცია
აუქციონებიტენდერებისოციალური პროგრამებიმედიაწესები და ინსტრუქციები 
 
შვეიცარიაში ეკონომიკური ფორუმი - ,,ერთი სარტყელი, ერთი გზა“ (ახალი აბრეშუმის გზა) გაიმართა
ოქტომბერი 20, 2016

შვეიცარიაში, ბერნში, ახალი აბრეშუმის გზის ფორუმი ,,რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობა ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკისა და ვაჭრობის სფეროში: ავღანეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთის რესპუბლიკა, მონღოლეთი, ტაჯიკეთი და უზბეკეთი“, გაიმართა. ბიზნეს-ფორუმი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ინიციატივას ,,ერთი სარტყელი, ერთი გზა“ (ახალი აბრეშუმის გზა) მიეძღვნა.

,,გაერთიანებული სავაჭრო პალატა შვეიცარია - დსთ - საქართველოს“ მიერ ორგანიზებული ბიზნეს-ფორუმის მიზანია, განიხილოს შვეიცარული კომპანიების მონაწილეობა იმ საინვესტიციო პროექტებში, რომლებიც ჩინეთის ახალი ეკონომიკური ინიციატივის თანახმად, ზემოაღნიშნულ სახელმწიფოების ტერიტორიებზე გადის.

ბერნში გამართულ ეკონომიკურ ფორუმში საქართველოს მხრიდან მონაწილეობა ,,საქართველოს რკინიგზის“ ფილიალ ინფრასტრუქტურის დირექტორმა, ვასილ ხორავამ და შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს ელჩმა, ირაკლი ყურაშვილმა მიიღეს.

ბიზნეს-ფორუმზე ინფრასტრუქტურის დირექტორმა ვასილ ხორავამ მონაწილეებს საქართველოს რკინიგზის შესაძლებლობებზე ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა. მან იმ მიმდინარე პროექტებზეც ისაუბრა, რომელთა დასრულების შემდეგ, საგრძნობლად გაიზრდება საქართველოს რკინიგზის პოტენციალი. ვასილ ხორავამ ხაზი გაუსვა იმ შესაძლებლობებს, რომლებიც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და ბაქო - თბილისი - ყარსის დასრულების შემდეგ რკინიგზას მიეცემა. ინფრასტრუქტურის დირექტორის მოხსენებამ ,,საქართველო, ლოგისტიკური ხიდი ცენტრალურ აზიასა და ევროპას შორის და საქართველოს რკინიგზის როლი“, შვეიცარელი ბიზნესმენების დიდი ინტერესი გამოიწვია.

ახალი აბრეშუმის გზის ფორუმში - ,,ერთი სარტყელი, ერთი გზა“ ასევე მონაწილეობას იღებდნენ აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წარმომადგენლები, შვეიცარიის, ყაზახეთისა და ტაჯიკეთის ელჩები, აზერბაიჯანის რკინიგზისა და ავღანეთის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელები. ფორუმის მონაწილეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ევრაზიაში ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ სფეროში ეკონომიკური თანამშრომლობა, რეგიონის გარდასახვას ხელს შეუწყობს და გლობალურ ინტეგრაციას ახალ მნიშვნელობას შესძენს.


 
 
Copyright © 2017 Georgian Railway. All Rights Reserved.