კომპანიის შესახებ
მისია, ხედვა რკინიგზის ისტორიასტრუქტურასამეთვალყურეო საბჭომენეჯმენტიდირექტორთა საბჭოვაკანსია კომიტეტები
პროექტებიფინანსური ინფორმაცია
აუქციონებიტენდერებისოციალური პროგრამებიმედიაწესები და ინსტრუქციები 
 
,,World Business Solution“-მა SAP-ის „პრემიალური მხარდაჭერისათვის“ ჯილდო მიიღო
ოქტომბერი 26, 2016

სს "საქართველოს რკინიგზის" ფილიალი ,,World Business Solution“ მოსკოვში გამართულ „SAP Support Summit“-ზე სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა. ქართულმა კომპანიამ ჯილდო მსოფლიო ბაზრის საწარმოო მართვის სისტემების ლიდერი კომპანიის- SAP-ის „პრემიალური მხარდაჭერის“ ეფექტური გამოყენებისათვის მიიღო.

ტელე-ტრანსლაციის ფორმატში გამართულ „SAP Support Summit-ზე“, სტუმრის სტატუსით, საქართველოს რკინიგზას ,,World Business Solution“-ის ხელმძღვანელი, ლევან კუკავა წარმოადგენდა. „სამიტის მონაწილეებისათვის ქართული კომპანიის პრეზენტაცია შთამბეჭდავი აღმოჩნდა. შესაბამისად, გაჩნდა მნიშვნელოვანი წინადადებები და მსხვილი პოტენციური კლიენტები,“ - განაცხადა ლევან კუკავამ.

SAP-ის ,,მხარდაჭერის სერვისების“ გამოყენებისათვის ასევე დაჯილდოვდნენ კომპანიები- ,,ყანსტრანსოილი,“ ,,გაერთიანებული ენერგეტიკული კომპანია“, ,,გაზპრომი“ და სხვები. „SAP Support Summit“-ის მუშაობაში მონაწილეობას ევროპისა და პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების 300-მდე წარმომადგენელი იღებდა. ექსპერტებმა კი SAP-ის პრემიალური მხარდაჭერისა და „Enterprise Support“ სერვისის დანერგვის შედეგებზე ისაუბრეს.

საქართველოს რკინიგზა ამიერკავკასიასა და პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებს შორის ერთადერთი კომპანიაა, რომელიც SAP-ის ინოვაციურ გადაწყვეტილებას ახალ, S/4HANA ტექნოლოგიაზე აგებულ გამარტივებულ ლოჯისტიკას და ფინანსურ მოდულებს ნერგავს. მხარეებს შორის ხელშეკრულება გასული წლის სექტემბერში გაფორმდა. პრემიალურ მხარდაჭერას (Enterprise Support) კი ხელი 2016 წლის თებერვლში მოეწერა. 2017 წლის 1 იანვრიდან სისტემა სრულად ამოქმედდება და ყველა ბიზნეს-პროცესი მოდერნიზებული იქნება. S/4HANA საქართველოს რკინიგზის მენეჯმენტს ტურბულენტური ეკონომიკის პირობებშიც კი, ბიზნეს-პროცესების გამარტივებისა და რეალურ რეჟიმში ოპერატიული გადაწყვეტილების მიღების საშუალებას მისცემს.


 
 
Copyright © 2017 Georgian Railway. All Rights Reserved.