კომპანიის შესახებ
მისია, ხედვა რკინიგზის ისტორიასტრუქტურასამეთვალყურეო საბჭომენეჯმენტიდირექტორთა საბჭოვაკანსია კომიტეტები
პროექტებიფინანსური ინფორმაცია
აუქციონებიტენდერებისოციალური პროგრამებიმედიაწესები და ინსტრუქციები 
 
რკინიგზის ინსტრუქტორები ტრენინგებს გერმანიაში გაივლიან
ნოემბერი 04, 2016

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და  მიუნჰენის და ზემო ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ერთობლივი საპარტნიორო პროექტის ფარგლებში საქართველოს რკინიგზა გერმანიაში რვა ინსტრუქტორს აგზავნის.

დღეს საქართველოს რკინიგზის ცენტრალურ ოფისში გაცილების საზეიმო ცერმონიალი გაიმართა.

რკინიგზის ინსტრუქტორები ერთკვირიან სწავლებას გაივლიან გერმანიის რკინიგზის სპეციალურ საწვრთნელ ინსტიუტებში - DB training. როგორც სს „საქართველოს რკინიგზის“ ოპერაციათა მართვის დეპარტამენტის უფროსმა აკაკი საღირაშვილმა აღნიშნა, ეს იქნება „დუალური“ მეთოდით სწავლების ტრენინგი, რაც ახლი მიმართულებაა პროფესიულ განათლებაში.

„ჩვენ ამ ხალხს მოვიაზრებთ ასევე ჩვენი სარკინიგზო ტრანსპორტის პროფესიული სასწავლებლის ინსტრუქტორებად, ცხადია მას შემდეგ რაც ისინი წარმატებით გაივლიან შესაბამის ტესტირებას. გერმანიაში ისინი გაეცნობიან მათთვის საინტერესო ინფორმაციას. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ დავაფუძნეთ სარკინიგზო ტრანსპორტის პროფესიული სასწავლებელი, მოვიპოვეთ ათასწლეულის გამოწვევს ფონდის გრანტი. 2,3 მლ. დოლარიის ოდენობით. ჩვენი პარტნიორები ორივე პროექტში არიან DB, „ Training“. ამიტომ მე მინდა მადლობა გადავუხადო გერმანიისა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლებს და ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ინსტრუქტორები დაბრუნდებიან ახალი კვალიფიკაციით და ახალი ცოდნით. რათა შემდეგ გაუზიარონ რკინიგზელებს თავიანთი გამოცდილება,“- განაცხადა სს „საქართველოს რკინიგზის“ ოპერაციათა მართვის დეპარტამენტის უფროსმა აკაკი საღირაშვილმა.

„დღეს ვიწყებთ თანამშრომლობას საქართველოს რკინიგზასთან. ჩვენ ვაგზავნით მომავალ პოტენციურ ინსტრუქტორებს, გერმანიაში „სპეციალიზირებული ტრენინგებისთვის. ამ პროექტში ჩართულები არიან მეცნიერებისა და განათლების სამინისტრო, რკინიგზა, სავაჭო- სამრეწველო პალატა და “DB”. ჩვენ ვაფასებთ საქართველოს რკინიგზის კეთილ ნებას მხარი დაუჭიროს და განავითაროს ეს რეფორმა საქართველოში და ხელი შეუწყოს თანამედროვე სარკინიგზო კოლეჯის შექმნასა და ფუნქციონირებას. ვიწყებთ დღეიდან და ვაგზავნით გერმანიაში ქართველ რკინიგზელებს, რადგან შემდეგში საქართველოს რკინიგზას ჰყავდეს მაღალკვალიფიციური, თანამედროვე ტექნოლოგიების მცოდნე და გამოცდილი სპეციალისტები“, - განაცხადა მიუნჰენის და ზემო ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენელმა საქართველოში ქნუთ გერბერმა.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის აგვისტოში საქართველოსა და მიუნჰენის სავაჭრო-სამრეწველო პალატებმა ერთობლივი საპარტნიორო პროექტის განხორციელება დაიწყეს, რომელიც საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას და შრომის ბაზრის გაუმჯობესებას ითვალისწინებს.

პროექტი გაგრძელდება 3 (+3) წლის განმავლობაში და მის ფარგლებში რამდენიმე ეტაპი განხორციელდება. მათ შორისაა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ საქართველოში მოქმედი კომპანიებისთვის საინფორმაციო, საკონსულტაციო და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და ახალი სერვისების შეთავაზება. ასევე, შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული პირველადი პროფესიული განათლების საპილოტე პროგრამები, პროფესიული ტრენინგები და პალატის წევრი კომპანიებისთვის კვალიფიცირებული კადრები გადამზადდება.


 
 
Copyright © 2017 Georgian Railway. All Rights Reserved.