კომპანიის შესახებ
მისია, ხედვა რკინიგზის ისტორიასტრუქტურასამეთვალყურეო საბჭომენეჯმენტიდირექტორთა საბჭოვაკანსია კომიტეტები
პროექტებიფინანსური ინფორმაცია
აუქციონებიტენდერებისოციალური პროგრამებიმედიაწესები და ინსტრუქციები 
 
ზვარეში მომხდარ სამწუხარო ინციდენტთან დაკავშირებით სს „საქართველოს რკინიგზა“ განცხადებას ავრცელებს
ნოემბერი 05, 2016

განვმარტავთ, რომ სს „საქართველოს რკინიგზას“ ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროსთან აკავშირებს საკონტრაქტო ურთიერთობა, რომელიც გაფორმდა 2011 წელს ჩატარებული საერთაშორისო ტენდერის საშუალებით. დოკუმენტი ეხება ხაშური-მოლითის ახალი სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობას. აღნიშნულ ობიექტზე ტექნიკურ ზედამხედველობას ასევე საერთაშორისო ტენდერის გზით გამარჯვებული კომპანია (ავსტიულ გერმანული) ILF-ისა და Deutsche Bahn-ის კონსორციუმი ახორციელებს.

ამ კონტექსტში ჩვენთვის გაუგებარია იმ პირების განცხადება, რომლებიც ცდილობენ საქართველოს რკინიგზა წარმოაჩინონ როგორც კონფლიქტის მხარე. ვინაიდან რკინიგზა არ წარმოადგენს სამართალურთიერთობის მხარეს/სუბიექტს ქვეკონტრაქტორის შიდა შრომითსამართლებრივ ურთიერთობებში. ისევე როგორც სხვა ათასობით რკინიგზის კონტრაქტორ კომპანიის შემთხვევაშიც, იგი მოკლებულია უფლებას ჩაერიოს მესამე პირებს შორის არსებულ შიდა შრომით ურთიერთობებში.

ჩვენ ვცდილობთ, დარეგულირდეს საკითხი და ნორმალურ პირობებში წარიმართოს სამშენებლო სამუშაოები.  მოვუწოდებთ მხარეებს მიღოონ შესაბამისი ზომები სიტუაციის განმუხტვისათვის.

რაც შეეხება კონკრეტულ ინფორმაციას ინციდენტის გამომწვევი მიზეზების შესახებ - ჩვენ გვაქვს ურთიერთგამომრიცხავი ცნობები; საკითხის გარკვევაში ჩართული არიან სამართალდამცავი ორგანოები და მიმდინარეობს გამოძიება, დარწმუნებული ვართ რომ შესაბამისი უწყებები გაარკვევენ ყველა მიზეზებს.


 
 
Copyright © 2017 Georgian Railway. All Rights Reserved.