კომპანიის შესახებ
მისია, ხედვა რკინიგზის ისტორიასტრუქტურასამეთვალყურეო საბჭომენეჯმენტიდირექტორთა საბჭოვაკანსია კომიტეტები
პროექტებიფინანსური ინფორმაცია
აუქციონებიტენდერებისოციალური პროგრამებიმედიაწესები და ინსტრუქციები 
 
ინფორმაცია კასპიის ზღვაზე საბორნე გადასასვლელის შეფერხებით მუშაობის შესახებ
დეკემბერი 07, 2016

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს რკინიგზიდან შუააზიის ქვეყნების დანიშნულებით, ტვირთების გაგზავნა და ტრანზიტულად გატარება ხორციელდება აზერბაიჯანის რკინიგზისა და კასპიის ზღვაზე სარკინიგზო საბორნე გადასასვლელების მეშვეობით. აზერბაიჯანიდან ალიატის საბორნე გადასასვლელის საშუალებით ტვირთის გაგზავნა ხორციელდება ორი მიმართულებით: ალიატი-აქტაუ (ყაზახეთი) და ალიატი-თურქმენბაშის (თურქმენეთი) მიმართულებით. კასპიის ზღვაზე აღნიშნულ ოპერაციებს ემსახურება 12 სარკინიგზო ბორანი, რომელთა ტევადობებია: 2 - 54 ვაგ, 4 – 52 ვაგ და 6 - 28 ვაგონიანი. ჯამში მათი სიმძლავრე 484 ვაგონია.

კასპიის ზღვაზე უამინდობა (შტორმი, ქარი) იწვევს საბორნე გადასასვლელის შეფერხებით მუშაობას. მიმდინარე წლის 20 ოქტომბრის შემდეგ, დღემდე, უამინდობის გამო, საბორნე გადასასვლელს არ უმუშავია 16 დღე-ღამის განმავლობაში, რამაც თავისთავად გამოიწვია როგორც აზერბაიჯანის, ასევე საქართველოს რკინიგზაზე დიდი რაოდენობით საბორნე ვაგონების დაგროვება. აზერბაიჯანის რკინიგზის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 7 დეკემბრის მდგომარეობით, აზერბაიჯანის რკინიგზაზე შეჩერებულია 602 საბორნე ვაგონი(მათ შორის 188-აქტაუს და 414-თურქმენბაშის ბორნის). თავისი სარკინიგზო პარკის გადატვირთულობის მიზეზით, აზერბაიჯანის რკინიგზა შეფერხებით იღებს საქართველოს რკინიგზიდან შუააზიის დანიშნულებით მიმავალ ვაგონებს, რამაც თავისთავად გამოიწვია საქართველოს რკინიგზაზე დიდი რაოდენობით შუააზიის ბორნის ვაგონების დაგროვება, სულ - 443 ვაგონი (მათ შორის 266-აქტაუს და 177-თურქმენბაშის ბორნის). აღნიშნული რაოდენობა ყოველდღიურად იცვლება, ვინაიდან საქართველოს რკინიგზაზე შუააზიის დანიშნულებით ვაგონები სისტემატიურად იტვირთება და ასევე მათი შემოდინება ხორციელდება შავ ზღვაზე მოქმედი საბორნე გადასასვლელების მეშვეობით.

სატვირთო გადაზიდვების დეპარტამენტი ყოველდღიურად, ოპერატიულ რეჟიმში მუშაობს აზერბაიჯანის რკინიგზის შესაბამის სამსახურებთან შექმნილი მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით, რათა დროულად და შეუფერხებლად მოხდეს შუააზის დანიშნულებით მატარებლების დამუშავება და გადაცემა. კერძოდ, შუააზიის მატარებლების ფორმირება ხორციელდება შემდეგნაიარად: ცარიელი ვაგონების ცალკე და დატვირთულების, მათ შორის მალფუჭი ტვირთით დატვირთული ვაგონებით- ცალკე და დატვირთული ვაგონების სიგრძეების (გრძელი და მოკლე ვაგონები), მათი დატვირთვის თარიღების რიგისობის მიხედვით, აღნიშნული ღონისძიებები ეხმარება აზერბაიჯანის რკინიგზას საბორნე ვაგონების დამუშავების დროს. გარდა ამისა, საქართველოს რკინიგზის მიერ პერიოდულად იგზვნება წერილობითი შეტყობინებები აზერბაიჯანის რკინიგზისა და კასპიის საზღვაო სანაოსნოს ხელმძღვანელების მისამართით, სადაც აღნიშნულია საქართველოს რკინიგზაზე შეჩერებული ცარიელი და დატვირთული ვაგონების რაოდენობა ტვირთების სახეობების მიხედვით და ასევე საქართველოს პორტებში არსებული ტვირთების რაოდენობა. ბოდიშს გიხდით ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებით გამოწვეული დისკომფორტის გამო.

სს „საქართველოს რკინიგზა“



 
 
Copyright © 2017 Georgian Railway. All Rights Reserved.