კომპანიის შესახებ
მისია, ხედვა რკინიგზის ისტორიასტრუქტურასამეთვალყურეო საბჭომენეჯმენტიდირექტორთა საბჭოვაკანსია კომიტეტები
პროექტებიფინანსური ინფორმაცია
აუქციონებიტენდერებისოციალური პროგრამებიმედიაწესები და ინსტრუქციები 
 
რკინიგზაზე მომხდარი ინციდენტი ამოწურულია
დეკემბერი 18, 2016
დღეს, 18 დეკემბერს,ქუთაისიდან ბათუმის მიმართულებით 9სთ.35წთ.-ზე გავიდა ელექტრომატარებელი N682. 
ჯუმათის გადასარბენზე, 67-ე კილომეტრზე,აღნიშნულ მატარებელში მოხდა აალება. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. შემთხვევის დროს სამატარებლო ბრიგადამ იმოქმედა ინსტრუქციის შესაბამისად და  მოახდინა მგზავრების დროული და უსაფრთხო ევაკუაცია.ყველა მგზავრი დანიშნულების ადგილზე ალტერნატიული ტრანსპორტით იყო გადაყვანილი. მომხდარს ხელი არ შეუშლია, როგორც სატვირთო, ისე სამგზავრო მატარებლების მოძრაობის გრაფიკზე.შემთხვევის შედეგად არ დაზიანებულა  სარკინიგზო ინფრასტრუქტურა. აღნიშნული მატარებელი გადაყვანილია  სარემონტო დეპოში.   მიმდინარეობს მოკვლევა და  უახლოეს პერიოდში გაირკვევა აალების მიზეზები.   
 
 
Copyright © 2017 Georgian Railway. All Rights Reserved.