კომპანიის შესახებპროექტებიფინანსური ინფორმაცია
აუქციონებიტენდერებისოციალური პროგრამებიმედიაწესები და ინსტრუქციები 
 
სს ”საქართველოს რკინიგზის” განაცხადი ინტერესთა გამოხატვის თაობაზე
მარტი 20, 2010
სს ”საქართველოს რკინიგზა” აცხადებს ინტერესთა გამოხატვას გამაგრილებელი სასმელი წყლის მოწოდების თაობაზე, რომლის სანაცვლოდ დაინტერესებულ კომპანიას მიეცემა საშუალება განახორციელოს საკუთარი პროდუქტის რეკლამირება.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ წინამდებარე განაცხადის შესაბამისად მომზადებული შემოთავაზება 2017 წლის 20 იანვრის 18:00 სთ-მდე, დალუქულ კონვერტებში საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციულ შენობაში (თამარ მეფის 15, 0112, თბილისი, საქართველო).

წინამდებარე ინტერესთა გამოხატვით დაინტერესებულმა პირმა, სს „საქართველოს რკინიგზაში“ უნდა წარმოადგინოს წინადადება, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგს:

- ინფორმაციას წყლის მომწოდებელი კომპანიის შესახებ;

- ინფორმაციას წყლის მწარმოებელი კომპანიის შესახებ;

- წყლის მოწოდების ვადებსა და ოდენობას;

- წყლის მოწოდების სანაცვლოდ მათთვის სასურველი სარეკლამო მომსახურების სახეებს ზემოთ მითითებული ჩამონათვალის მიხედვით;

სარეკლამო მომსახურების გაწევისათვის აუცილებელი მასალის (მაგალითად, ფლაერები, ვიდეორგოლი ა.შ) მოწოდების ვადებს და ოდენობას.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ მათთვის საჭირო დამატებითი ინფორმაცია სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ ნომინირებული საკონტაქტო პირებისაგან. ინფორმაცია ასევე ხელმისაწვდომია სს „საქართველოს რკინიგზის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.railway.ge.

გამარჯვებული კომპანიის გამოვლენა მოხდება დაინტერესებული პირების მიერ წარმოდგენილი შემოთავაზებების შეფასების საფუძველზე, სადაც გამარჯვების ძირითადი კრიტერიუმებია: მოსაწოდებელი სასმელი წყლის ბოთლების რაოდენობა - წინამდებარე განაცხადით გათვალისწინებულ რაოდენობაზე, 280 000 ცალზე მეტი ოდენობით და საქონლის მოწოდების ვადა - ერთ წელზე მეტი ხანგრძლივობით.

გამოქვეყნებული ინტერესთა გამოხატვის გამოცხადება არ ავალდებულებს სსსაქართველოს რკინიგზასგააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება დაინტერესებულ კომპანიებთან, არ აძლევს ინტერესთა გამოხატვაში მონაწილე კომპანიებს სსსაქართველოს რკინიგზისმიმართ ნებისმიერი სახის პრეტენზიის და რაიმე ქმედების განხორციელების უფლებას. რკინიგზა იტოვებს უფლებას, საკუთარი მოსაზრებით ნებისმიერ მომენტში შეწყვიტოს ან შეცვალოს პროცედურა, გამორიცხოს ნებისმიერი მხარე პროცედურიდან ან უარი თქვას გამოხატულ ინტერესებზე ყველანაირი ვალდებულებების გარეშე.

სს “საქართველოს რკინიგზა

საკონტაქტო პირები: თემურ ხვადაძე 591 191 100

ზოგადი აღწერილობა

ამჟამად მაგისტრალური ელექტრომატარებლებით სრულდება დღეში 6 რეისი, აქედან 3 ბათუმზე (მ.შ. 2 Stadler), 2 ფოთზე და 1 ზუგდიდზე. 2014 წლის განმავლობაში აღნიშნულ მიმართულებებზე რკინიგზის მიერ გადაყვანილ იქნა 653.3 ათ. მგზავრი, 2015 წელს 666.1 ათ. მგზავრი, ხოლო 2016 წლის 11 თვის განმავლობაში გადაყვანილია 742.0 ათასი მგზავრი. ამასთან, 2017 წლის თებერვალში სამგზავრო მატარებლებს დაემატებათ Stadler Kiss-ის ტიპის ორი ახალი მატარებელი. აღნიშნული მატარებლები შეესაბამება თანამედროვე ევროპულ სტანდარტებს და მგზავრების ინტერესი ამ მატარებლებით მგზავრობის მიმართ განსაკუთრებულია.

საგულისხმოა, რომ სს ”საქართველოს რკინიგზის” დირექტორთა საბჭოს დადგენილებით განსაზღვრულია ელექტრომატარებლების მგზავრების ჰიგიენური მომსახურების საგნებით და დაფასოებული სასმელი წყლით მომარაგების ნორმები (ერთ მგზავრზე ერთი ბოთლი სასმელი წყალი), ხოლო სასმელი წყლით მგზავრთა მომსახურება შედის მგზავრობის ბილეთის ღირებულებაში.

რკინიგზა ორიენტირებულია მომხმარებელთა ინტერესების დაცვასა და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე. ამ მიზნით, კომპანია მიმართავს ყველა საჭირო ზომას, რათა მგზავრთა გადაყვანა სამგზავრო ელექტრომატარებლებით განხორციელდეს ხარისხის უმაღლესი სტანდარტების დაცვით და ასევე, პასუხობდეს თანამედროვე ევროპულ მოთხოვნებს სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში.

სამგზავრო მატარებლებში მგზავრების სასმელი წყლით უზრუნველყოფა წარმოადგენს მათთვის ეფექტური და ხარისხიანი მომსახურების მიწოდების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს, რომელიც მიმართულია მგზავრებისათვის მაქსიმალური კომფორტის შექმნისკენ.

ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, რკინიგზა დაინტერესებულია, რომ მატარებლით მგზავრობის პირობების გაუმჯობესების მიზნით, მიიღოს წელიწადში არანაკლებ 280 000 გამაგრილებელი სასმელი წყლის ბოთლი (0.5ლ მოცულობის), შემდგომში მათი სამგზავრო მატარებლების მგზავრებისათვის დასარიგებლად. რკინიგზა აღნიშნული საქონლის მიღების სანაცვლოდ, დაინტერესებულ, სასმელი წყლის მომწოდებელ კომპანიას მისცემს საშუალებას განახორციელოს საკუთარი პროდუქციის სარეკლამო მომსახურება წინამდებარე განაცხადში მითითებული არსებითი პირობებით, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს აღნიშნული კომპანიის ცნობადობის გაზრდას მომხმარებლებში.

არსებითი პირობები

წინამდებარე ინტერესთა გამოხატვა ცხადდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, რომლის თანახმადაც: ”კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას”.

რკინიგზასა და დაინტერესებულ კომპანიას შორის ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, კომპანია ვალდებულია რკინიგზას მიაწოდოს გამაგრილებელი სასმელი წყალი შემდეგი მახასიათებლებით:

ობიექტისათვის წარდგენილი მოთხოვნები:

- ოცულობა: 0.5 ლ.

- რაოდენობა: არანაკლებ 280 000 (ორას ოთხმოცი ათასი) ბოთლი ერთი წლის განმავლობაში.

- შეფუთვა: პოლიეთილენის ბოთლი.

- ვარგისიანობა: მოწოდების მომენტისათვის უნდა გააჩნდეს ვარგისიანობა არანაკლებ 6 თვის ვადით.

- მოწოდების ვადა: არანაკლებ ერთი კალენდარული წელი. ამასთან, მიწოდების ეტაპები და ვადები დეტალურად განისაზღვრება ხელშეკრულებით.

თავის მხრივ, რკინიგზა მოწოდებული საქონლის სანაცვლოდ, მომწოდებელ კომპანიას გაუწევს სარეკლამო მომსახურებას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. კერძოდ, რკინიგზის მიერ განსახორციელებელი შემხვედრი მომსახურება შესაძლოა მოიცავდეს შემდეგს:

- მიმწოდებელი კომპანიის სარეკლამო ფლაერების დარიგება სამგზავრო მატარებლებში, თითოეულ მგზავრზე განკუთვნილი იქნება თითო ფლაერი. ამასთან, სარეკლამო ფლაერების დამზადებას და რკინიგზისთვის მოწოდებას უზრუნველყოფს სასმელი წყლის მომწოდებელი კომპანია;

-

- მომწოდებელი კომპანიის სარეკლამო ბანერების (ზომა შეთამხმებით) განთავსება სამგზავრო მატარებლებში (თითოეულ ვაგონში 3 (სამი) ცალი; ხოლო Stadler-ის ტიპის მატარებელში 5 (ხუთი) ცალი) რკინიგზასთან შეთანხმებულ ადგილას.

- Stadler kiss-ის ტიპის სამგზავრო მატარებლებში ყოველ ნახევარ საათში ერთხელ წყლის მომწოდებელი კომპანიის შესახებ მოკლე სარეკლამო ვიდეო-რგოლის გაშვება, რომლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 1 წუთს.

- წყლის მომწოდებელ კომპანიას ასევე შეუძლია დაამზადოს და მოგვაწოდოს სამგზავრო ბილეთების ჩასადები შესაბამისი კონვერტები, რომლებზეც გამოსახული იქნება წყლის მომწოდებელი კომპანიის ლოგო. აღნიშნულ კონვერტებში შეიფუთება რკინიგზის სალაროებში გაყიდული სამგზავრო ბილეთები.

სავალდებულოა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი სარეკლამო საშუალებების (სარეკლამო ფლაერები, ბანერები, სამგზავრო ბილეთების ჩასადები კონვერტები, ვიდეო-რგოლი) მომზადება განახორციელოს წყლის მომწოდებელმა კომპანიამ ”რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით, ასევე ნებისმიერ შემთხვევაში სარეკლამო ინფორმაციის შემცველი ტექსტი, ვიდეო-რგოლი, ისევე, როგორც რეკლამირების ფორმატი, წინასწარ უნდა შეთანხმდეს რკინიგზასთან.


 
 
Copyright © 2017 Georgian Railway. All Rights Reserved.