კომპანიის შესახებპროექტებიფინანსური ინფორმაცია
აუქციონებიტენდერებისოციალური პროგრამებიმედიაწესები და ინსტრუქციები 
 
სს "საქართველოს რკინიგზის" განცხადება
დეკემბერი 28, 2016

დღეს, დაახლოებით 12 სთ. 50 წთ-ზე, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მოძრავი მატარებელი (GRS 802), ოჩხამური - ქობულეთის მონაკვეთზე, სარკინიგზო ხაზზე უსაფრთხოების ნორმების დარღვევით გაჩერებულ ავტომანქანასთან მცირედი კონტაქტის შედეგად უმნიშვნელოდ დაზიანდა.

 მძღოლმა ავტომანქანის ავტოტრანსპორტის ექსპლუატაციის წესები დაარღვია, რის გამოც ავტომობილის გარკვეული ნაწილი მატარებლის მოძრაობის გაბარიტში მოექცა.

მოძრავი მატარებლის მემანქანემ, ლიანდაგთან მდგომი ავტომანქანის შემჩნევისას, მატარებლის გაჩერებისთვის განკუთვნილი ზომები მიიღო. თუმცა, ავტომობილი სამუხრუჭე მანძილის ფარგლებში იდგა. საბედნიეროდ, მანქანაში არ ისხდნენ მგზავრები და ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. აღნიშნული ფაქტის გამო მატარებელმა ბათუმში ჩასვლა 11 წუთით დაიგვიანა.

საქართველოს რკინიგზა შეგახსენებთ, რომ კატეგორიულად აკრძალულია რკინიგზის ხაზზე ავტომანქანის გაჩერება. მსგავსი ტიპის ქმედება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 106-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევაა, რომელსაც შესაბამისი სანქციები მოჰყვება.

საქართველოს რკინიგზა მოგმართავთ თხოვნით, რკინიგზის ხაზის მიმდებარე ტერიტორიასთან მიახლოებისას, დაიცვათ უსაფრთხოების წესები.

 


 
 
Copyright © 2017 Georgian Railway. All Rights Reserved.