კომპანიის შესახებპროექტებიფინანსური ინფორმაცია
აუქციონებიტენდერებისოციალური პროგრამებიმედიაწესები და ინსტრუქციები 
 
განრიგის ცვლილება
თებერვალი 27, 2017

ძვირფასო მგზავრებო!

როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოს რკინიგზა ახორციელებს საუღელტეხილო მონაკვეთის მოდერნიზაციის პროექტს, რომლის დასრულების შემდეგ მთლიანად განახლდება სარკინიგზო ხაზი. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ზესტაფონი - შორაპანის გადასარბენის კენტ ლიანდაგზე, მიმდინარე წლის 27 თებერვლიდან 9 ივნისის ჩათვლით, ტექნიკური სამუშაოებისათვის უნდა გამოიყოს ტექნოლოგიური ,,ფანჯარა“, რის შედეგად იცვლება სხვადასხვა მიმართულებით მოძრავი შემადგენლობების განრიგი. სარემონტო სამუშაოების ჩატარებამ განრიგის კომპლექსური ცვლილება გამოიწვია და არ ვრცელდება მხოლოდ აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრავ შემადგენლობებზე. ცვლილება დასავლეთის მიმართულებით მოძრავ თითქმის ყველა მატარებელს შეეხო.

მიმდინარე წლის 27 თებერვლიდან 9 ივნისის ჩათვლით, მოძრაობის განრიგი ეცვლებათ შემდეგ მატარებლებს:

1. ჩქარი მატარებელი # 801 - ბათუმი - თბილისი, ბათუმის ცენტრალური სადგურიდან გამოვა 18:55 სთ. ( ნაცვლად 17:55 სთ.). ჩამოსვლა - თბილისის ცენტრალური სადგური - 23:50 სთ.;

2. ჩქარი ელექტრომატარებელი # 870 - თბილისი - ზუგდიდი: თბილისიდან ძირულამდე იმოძრავებს არსებული გრაფიკით, ძირულადან გასვლა 11:08 სთ. ზუგდიდში ჩასვლა -13:55 სთ.;

3. ჩქარი ელექტრომატარებელი # 872 - თბილისი - ფოთი: თბილისიდან ძირულამდე იმოძრავებს არსებული გრაფიკით, ძირულადან გასვლა 11:21 სთ. ფოთში ჩასვლა - 13:35 სთ.;

4. ჩქარი ელექტრომატარებელი # 874 - თბილისი - ფოთი: თბილისიდან ძირულამდე იმოძრავებს არსებული გრაფიკით, ძირულადან გასვლა 20:51 სთ. ფოთში ჩასვლა - 23:07 სთ.;

5. ჩქარი ელექტრომატარებელი # 873 - ფოთი - თბილისი: ფოთიდან სამტრედიამდე იმოძრავებს არსებული გრაფიკით, გასვლა სამტრედია I – 9:45 სთ. ჩამოსვლა - თბილისის ცენტრალური სადგური - 13:42 სთ.;

6. ჩქარი მატარებელი # 12 - თბილისი - ქუთაისი - ოზურგეთი: თბილისიდან ხაშურამდე იმოძრავებს არსებული გრაფიკით, ხაშურში შესვლა 10:39, გასვლა 10:49 სთ. ჩასვლა ოზურგეთსა და ქუთაისი I - არსებული გრაფიკით;

7. ადგილობრივი სამგზავრო მატარებელი # 684 – ქუთაისი - ბათუმი: ქუთაისიდან სუფსამდე იმოძრავებს არსებული გრაფიკით. სუფსაში შესვლა 19:34 სთ. შემდეგ სუფსა - 19-34,19-57; ურეკი 20-03,20-07; ნატანები 20-19,20-20; ოჩხამური 20-31,20-32; ქობულეთი 20-42,20-45; ჩაქვი 21-00,21-01; მახინჯაური 21-14,21-17; შესვლა ბათუმის ცენტრალური სადგური - 21-20 სთ.;

8. ადგილობრივი სამგზავრო მატარებელი # 678 - თბილისი - ქუთაისი: გასვლა თბილისის ცენტრალური სადგურიდან - 15:40 სთ. (ნაცვლად 15:50 სთ.) შემდეგ: შემდეგ თბილისი-სატვ. 15-45; ავჭალა 15-53; ზაჰესი 15-56; მცხეთა 16-02; ძეგვი 16-06; ქსანი 16-10; კავთისხევი 16-14; კასპი 16-20,16-21; გრაკალი 16-30; უფლისციხე 16-34; გორი 16-40,16-41; ქარელი 16-58,16-59; აგარა 17-05,17-06; გომი 17-12,17-13; ხაშური 17-20,17-25; ლიხი 17-40,17-41; წიფა 17-56,18-00; მოლითი 18-15,18-18; მარელისი 18-33,18-34; ხარაგაული 18-54,18-56; პოსტი 2338 კმ. 19-04,19-05; ძირულა 19-16,19-17; შორაპანი 19-33,19-34; ზესტაფონი 19-41,19-55; ზესტაფონის შემდეგ იმოძრავებს არსებული გრაფიკით ქუთაისი I-მდე.

9. საგარეუბნო მატარებელი # 6305 - ბათუმი-ოზურგეთი: გამოსვლა ბათუმის ცენტრალური სადგურიდან - 19:05 სთ. (ნაცვლად 17:15 სთ.); შემდეგ - მახინჯაური 19-08,19-10; ჩაქვი 19-23,19-24; ქობულეთი 19-39,19-42; ოჩხამური 19-52,19-53; ნატანები 20-04,20-05; ჩასვლა ოზურგეთში - 21:05 სთ;

ყველა მატარებლისათვის ბაქნებზე გაჩერებები შენარჩუნებულია უცვლელად. მიმდინარე წლის 10 ივნისის შემდეგ, ზემოაღნიშნული მატარებლები იმოძრავებენ ამჟამად (ცვლილებამდე) არსებული გრაფიკით.

საქართველოს რკინიგზა ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ!


 
 
Copyright © 2017 Georgian Railway. All Rights Reserved.