კომპანიის შესახებპროექტებიფინანსური ინფორმაცია
აუქციონებიტენდერებისოციალური პროგრამებიმედიაწესები და ინსტრუქციები 
 
საქართველოს რკინიგზის განცხადება
თებერვალი 27, 2017

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში,  საგზაო წესების უხეში დარღვევით მოძრავ ავტომობილსა და  მატარებელს შორის მოხდა კონტაქტი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ავტომობილის მძღოლი საგზაო მოძრაობის წესების 34-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს არ დაემორჩილა (საგზაო ნიშნებს) და არ დაუთმო გზა მოახლოებულ მატარებელს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, სს „საქართველოს რკინიგზა“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს  და აფრთხილებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს, უპირობოდ დაიცვან საგზაო მოძრაობის წესები სარკინიგზო გადსასვლელებზე. იხელმძღვანელონ საგზაო ნიშნებით და მონიშვნებით, გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე რკინიგზის ლიანდაგის გადაკვეთისას”.

 
 
Copyright © 2017 Georgian Railway. All Rights Reserved.