კომპანიის შესახებპროექტებიფინანსური ინფორმაცია
აუქციონებიტენდერებისოციალური პროგრამებიმედიაწესები და ინსტრუქციები 
 
ს/ს ,,საქართველოს რკინიგზა“ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის სპონსორია
თებერვალი 28, 2017

ს/ს ,,საქართველოს რკინიგზა“ საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას  სპონსორობას მიმდინარე წელსაც გაუწევს. კომპანია საქართველოს ეროვნულსა და ასაკობრივ ნაკრებებთან ერთად სუპერლიგის ფინანსურ მხარდაჭერიც იქნება. შესაბამისი მემორნადუმი ოლიმპიურ სასახლეშისაქართველოს რკინიგზასადა კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას შორის გაფორმდა, რომელსაც ფედერაციის მხრიდან პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ, ხოლოსაქართველოს რკინიგზიდანგენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ მოაწერეს ხელი. ღონისძიებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი დაესწრო. ხელშეკრულების თანახმად, რომელიც რკინიგზასა და ფედერაციას შორის გაფორმდა, თანხა საქართველოს ნაკრების მონაწილეობით დაგეგმილი ღონისძიებების უზრუნველსაყოფას უნდა მოხმარდეს. ამასთან, მხარდაჭერა სამ ასაკობრივ ჯგუფზე - 16, 18 და 20 წლამდელთა ნაკრებებზე გავრცელდება.

საქართველოს რკინიგზაგანაგრძობს ქართული სპორტის გვერდით დგომის პოლიტიკას. ჩვენ შარშანაც გვაკავშირებდა სპონსორობა. ჩვენთვის დიდი პასუხისმგებლობა იქნება, რომ წელსაც გრძელდება ეს ურთიერთობა. ვაპირებთ, ნახევარი მილიონი ლარით დავაფინანსოთ საქართველოს კალათბურთის ფედერაცია. მოგეხსენებათ, რომ კალათბურთელებმა ძალიან გაგვახარეს, შემოდგომაზე ევროპის ჩემპიონატზე ვუგულშემატკივროთ მათ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ურთიერთობა ისეთივე ნაყოფიერი იქნება, როგორიც იყო შარშან“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

როგორც კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ აღნიშნა, „საქართველოს რკინიგზასთანთანამშრომლობა უკვე მეორე წელია გრძელდება. 

საქართველოს რკინიზგააქტიურადაა ჩართული ქართული სპორტის განვითარებაში. ძალიან ბევრ კარგ პროექტს ახორციელებს სხვადასხვა სპორტულ ფედერაციასთან თუ კლუბთან ერთად. რაც შეეხება კალათბურთს, ჩვენ მადლიერები ვართ იმის გამო, რომ შარშან აქტიურად დაგვეხმარნენ, არა მარტო ფინანსურად, არამედ განვითარებაში. საკმაოდ რთული წელი გვქონდა შარშან, მაგრამ წარმატებული და წელს უფრო რთული წელი გველის. დარწმუნებული ვართ, რომსაქართველოს რკინიგზასთანერთად მთელ საქართველოს შედეგებით გავახარებთ. ეს წელს მარტო ევროპის ჩემპიონატით არ შემოიფარგლება. წელს პირველად საქართველოს კალთბურთელთა ეროვნული ნაკრები მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ საკვალიფიკაციო ტურნირში და აუცილებლად მივაღწევთ წარმატებებს“, - განაცხადა მიხეილ გაბრიჩიძემ. 

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმასაქართველოს რკინიგზისხელმძღვანელობას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ რკინიგზა კალათბურთის ეროვნული ფედერაციისთვის, მთლიანად ქართული სპორტისთვის ძალიან ბევრ საინტერესო პროექტს ახორციელებს. 

თითოეული ასეთი მემორანდუმი სპორტის განვითარებას ხელს უწყობს, მით უმეტეს, ძალიან კარგია, როდესაც ჩვენ ვხედავთ შედეგს. გვაქვს მოლდინი, რომ ევროპის ჩემპიონატზე გვასახელებენ და ასევე გვახარებს ის, რომ წარმატება გვაქვს ასაკობრივ ნაკრებშიც“, - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

,მახრდამხარ გამარჯვებისთვის“ - ეს არის დევიზი, რომლითაც ,,საქართველოს რკინიგზა“ მხარს უჭერს კალათბურთის ფედერაციას და გულშემატკივრებს მეტი ჩართულობისკენ მოუწოდებს. კომპანიას მიაჩნია, რომ კალათბურთს, როგორც სპორტის სახეობას ქვეყანაში მეტი პოპულარიზაცია სჭირდება.

 

 
 
Copyright © 2017 Georgian Railway. All Rights Reserved.