კომპანიის შესახებ
მისია, ხედვა რკინიგზის ისტორიასტრუქტურასამეთვალყურეო საბჭომენეჯმენტიდირექტორთა საბჭოვაკანსია კომიტეტები
პროექტებიფინანსური ინფორმაცია
აუქციონებიტენდერებისოციალური პროგრამებიმედიაწესები და ინსტრუქციები 
 
აქციას -ერთად ვებრძოლოთ ელექტრონულ ნარჩენებს! პირველი საქართველოს რკინიგზა უერთდება
მარტი 24, 2017

სს „საქართველოს რკინიგზის“ ადმინისტრაციულ შენობაში „ელექტრონული ნარჩენებისთვის“ ყუთები დაიდგა.

რკინიგზა პირველი კომპანიაა საქართველოში რომელიც ორგანიზაცია "Enviroserve" მიერ მოწყობილ აქციაში- „ერთად ვებრძოლოთ ელექტრონულ ნარჩენებს!“ ჩაერთო.

"Enviroserve"არის საერთაშორისო კომპანია, რომელიც სპეციალიზირდება ელექტრონული მოწყობილობების გადამუშავების კუთხით. კომპანიის სათაო ოფისი და გადამამუშავებელი ქარხანა მდებარეობს დუბაიში, მათი საქართველოში საქმიანობა დამოწმებულია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ.

ცნობისათვის: "E-Waste" ანუ„ელექტრონული ნარჩენებს“ განეკუთვნებიან ისეთი სახის ნარჩენები, რომლებიც შეიძლება გადაიყაროს, მაგალითად, ძველი მობილური ტელეფონები, ელექტრო საოფისე მოწყობილობა, კომპიუტერები და ელექტროობასთან დაკავშირებული დეტალები,როგორიცაა: საპარსები, კბილის ელექტროჯაგრისები, მელნის კარტრიჯები და ა.შ.

ელექტრონული ნარჩენები საშიშია, ვინაიდან შეიცავს ისეთ ტოქსიკურ ნივთიერებებს, როგორიცაა:ვერცხლის წყალი, ტყვია, ბერილიუმი და კადმიუმი, რომლებიც კანცეროგენულობით ხასიათდებიან და იწვევს თავის ტვინისა და თირკმლის დაზიანებას (განსაკუთრებით ბავშვებში).

GreenPeace ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, მთელიმსოფლიოს მასშტაბით,ელექტრონული ნარჩენები წარმოადგენს მუნიციპალური მყარინარჩენების 5%.

"E-Waste" შესაგროვებელი ყუთები განთავსებულია სს „საქართველოს რკინიგზის“ ოფისის შესასვლელში და რკინიგზის თანამშრომლებს შესაძლებლობა აქვთ გამოუსადეგარი ელექტრონული ნარჩენები მასში ნებისმიერ დროს ჩაყარონ.

სს საქართველოს რკინიგზა კიდევ ერთ პროექტში მონაწლეობს: პროექტი ერთად გვუფრთხილდეთ გარემოს ითვალისწინებს სხვადსხვა დაწესებულებეში ე.წ. მწვანე ყუთების დადგმას, რომელშიც ორგანიზაციის თანამშრომლები მაკულატურს განთავსებენ.

კომპანიაში ყოველდღიურად ნარჩენი ქაღალდის დიდრაოდენობა გროვდება, რომელიც, ნაგვის ყუთებში ჩაყრის ნაცვლად, შეიძლება მეორადად გადამუშავდეს ახალი პროდუქციის წარმოებისთვის. შეგროვებული ნარჩენი ქაღალდი გადასამუშავებლად გადაეცემა გაზეთ კვირის პალიტრის პროექტს გაცვალე მაკულატურა ლიტერატურაზე!. ჩაბარებული მაკულატურის სანაცვლოდ, სპეციალურ პლასტიკურ ბარათზე, ქაღალდის წონის შესაბამისად, ქულები – ე.წ. ნერგები ირიცხება. ბარათზე დარიცხულ ქულებს სს „საქართველოს რკინიგზა“ „პალიტრა მედიის“ ახალ წიგნებში ცვლის, რომელიც მატარებელში განთავსებულ ბიბლიოთეკებში დარიგდება.


 

 
 
Copyright © 2017 Georgian Railway. All Rights Reserved.