კომპანიის შესახებპროექტებიფინანსური ინფორმაცია
აუქციონებიტენდერებისოციალური პროგრამებიმედიაწესები და ინსტრუქციები 
 
სადგური ბათუმი-ცენტრალი საქართველოში პირველი თანამედროვე ტიპის მიკროპროცესორული ცენტრალიზაციით (მპც) აღიჭურვა
მარტი 30, 2017

სს „საქართველოს რკინიგზამ“ მოდერნიზაციისა და განვითარების პროექტის ფარგლებში დაასრულა სადგურ ბათუმი-ცენტრალის მშენებლობა და ის თანამედროვე ევროსტანდარტების შესაბამისი, სრულიად ახალი ტიპის მაღალპროდუქტიული და უსაფრთხო მოწყობილობით, საქართველოში პირველი თანამედროვე ტიპის მიკროპროცესორული ცენტრალიზაციით (მპც) აღჭურვა. მიკროპროცესორული ცენტრალიზაცია (მპც) სარელეო-ელექტრული ცენტრალიზაციის (სცბ) ფუნქციონალური თანამედროვე ანალოგია.

მიკროპროცესორულ ცენტრალიზაციას მრავალი უპირატესობა აქვს, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საიმედოობის მაღალი დონეა, აგრეთვე, ერთი სამუშაო ადგილიდან ერთდროულად რამდენიმე სადგურისა და გადასარბენის მართვის შესაძლებლობა და მატარებელთა უსაფრთხო მოძრაობის მაღალი დონე. სადგურის მორიგისთვის ადვილად ასათვისებელი და მარტივად სამართავი. მიკროპროცესორული ცენტრალიზაციის შედეგად, სადგურის განვითარების (ლიანდაგის დამატება) შემთხვევაში, მარტივად ვითარდება არსებული მოქმედი აპარატურა.

მიუხედავად იმისა, რომ ბათუმის სამგზავრო სადგური თავისი სალიანდაგო განვითარებით არ მიეკუთვნება დიდი სადგურების რიცხვს (სადგურში 12 საისრე გადამყვანია), საჭირო გახდა მასშტაბური სამუშაოების ჩატარებაც. ბათუმი ცენტრალში, პირველად საქართველოში, დაყენდა 22 შუქნიშანი შუქდიოდური ნათებით და დამონტაჟდა 32 გადამწოდი. გაუმჯობესდა სადგურის მორიგისა და სცბ-ს ელექტრომექანიკოსის სამუშაო პირობები.

სამუშაოები დასრულდა გეგმით გათვალისწინებულ ვადაში, ჯერ სადგური ჩაირთო სატესტო რეჟიმში, ხოლო შემდგომში განხორციელდა მუდმივ ექსპლუატაციაში გაშვება.

უნდა აღინიშნოს, რომ სადგურში მპც-ს სისტემის გარდა, საქართველოში პირველად დაინერგა სარელსო წრედების ალტერნატიული სისტემა. კერძოდ, თუ რამდენად თავiსუფალია სადგურში ლიანდაგები (უბნები), კონტროლდება ღერძების თვლის მეთოდით. ამავე სისტემით აღიჭურვა სამტრედია-ბათუმის ნახევარავტობლოკირებული გადასარბენებიც.

აღნიშნული სამუშაოების ჩატარების შემდეგ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალმა სისტემებმა წარმატებით გადალახეს ამ პერიოდში მიღებული ყველა გამოწვევა და სადგურის მიკროპროცესორული ცენტრალიზაცია შეუფერხებლად განაგრძობს მუშაობას.


 
 
Copyright © 2017 Georgian Railway. All Rights Reserved.