კომპანიის შესახებპროექტებიფინანსური ინფორმაცია
აუქციონებიტენდერებისოციალური პროგრამებიმედიაწესები და ინსტრუქციები 
 
სს „საქართველოს რკინიგზასა“ და სარაგბო კლუბ „ლოკომოტივის" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
აპრილი 04, 2017

სს „საქართველოს რკინიგზასა“ და სარაგბო კლუბ ლოკომოტივი" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიხედვითაც კომპანია სარაგბო გუნდის სპონსორი გახდება.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს რაგბის კლუბ „ლოკომოტივის" დამფუძნებელმა, თემურ ბენდიანიშვილმა და სს „საქართველოს რკნიგზის” გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ.მემორანდუმის გაფორმებას დაესწრნენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე.

„რაგბი საქართველოში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს და ძალზე მნიშვნელოვანია რომ საქართველოს რკინიგზას რაგბის და ზოგადად სპორტის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. ასეთი მხარდაჭერა ნამდვილად სამაგალითოა და მისაბაძია ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის.ვფიქრობ, საკლუბო რაგბის ხელშეწყობა დამატებითი სტიმული იქნება ჩვენი ახალგაზრდა სპორტმენებისათვის. რა თქმა უნდა, განსაკუთრებულად მივესალმები „საქართველოს რკინიგზის" ამ ინიციატივას და იმ ფაქტს, რომ კომპანიამ ქართულ სპორტში 2013 წლიდან მოყოლებული რამდენიმე მილიონი ლარის ინვესტიცია უკვე განახორციელა." -განაცხადა მემორანდუმის გაფორმების შემდეგ ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

„ სს „საქართველოს რკინიგზა“ აგრძელებს ქართული სპორტის მხარდაჭერის პროგრამას. ჩვენ მიმდინარე წელსაც გავაფორმეთ სასპონსორო ხელშეკრულება სარაგბო გუნდ „ლოკომოტივთან“. „ლოკომოტივი“ საქართველოს რკინიგზის წიაღში წარმოიშვა და ყველა რკინიგზელს განსაკუთრებული ურთიერთობა და სითბო აკავშირებს ამ კლუბთან. ჩვენი მიდგომაა, თუ გვსურს რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები იყოს ძლიერი, უპირველეს ყოვლისა ქართული კლუბები უნდა იყვნენ ძლიერები. ამიტომ ჩვენ მიზნობრივად დავიწყეთ ქართულ სპორტის დაფინანსება კლუბების დონეზე, ჩვენ პირველ რიგში უნდა დავეხმაროთ კლუბებს, რათა მივიღოთ ძლიერი ეროვნული ნაკრები,“- განაცხადა სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს რკინიგზა უკვე წლებია აქტიურად ახორციელებს საკლუბო გუნდების ფინანსურ მხარდაჭერას, რომელთა შორისაა რაგბის კლუბილოკომოტივი-2008" და წყალბურთელთა გუნდი ლოკომოტივი".

ჯამში, 2013-2017 წლებში სსსაქართველოს რკინიგზამ" სხვადასხვა სპორტული სახეობების დაფინანსებისათვის კომპანიის ბიუჯეტიდან 4 მილიონი ლარი გაიღო.

სამომავლოდ, სსსაქართველოს რკინიგზა" რაგბის კლუბებისთვის და მთლიანად ქართული სპორტისთვის ძალიან ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელებას გეგმავს.

 
 
Copyright © 2017 Georgian Railway. All Rights Reserved.