hotmail sign up gmail login
escort ankara
aydin escort bilecik escort
istanbul escort beylikduzu escort istanbul escort halkali escort etiler escort beylikduzu escort sisli escort sirinevler escort istanbul escort sirinevler escort esenyurt escort sirinevler escort sirinevler escort avcilar escort istanbul escort beylikduzu escort bakirkoy escort beylikduzu escort atakoy escort avcilar escort sirinevler escort findikzade escort porno porna brazzers porno turk pornosu porno izle hd porno
 
 
 
 
კომპანიის შესახებ
სტრუქტურადირექტორთა საბჭოვაკანსია კომიტეტები
პროექტებიფინანსური ინფორმაცია
აუქციონებიტენდერებისოციალური პროგრამებიმედიაწესები და ინსტრუქციები 
 
გზაგამტარი - ჩაქვი-ქობულეთი კმ19 პკ8
აპრილი 21, 2017

ჩაქვი-ქობულეთის გადასარბენზე მე-19კმ პკ8-ში, რკინა-ბეტონის გზაგამტარი, აიგო 1964 წელს. იგი წარმოადგენდა 2X15,80 მ. სიგრძის რკინა-ბეტონის კოჭს. წლების განმავლობაში გზაგამტარის ქვეშ გამავალი საავტომობილო გზის შეკეთების დროს ასფალტის საფარის დაფარვის შედეგად ხდებოდა ავტოგზის სიმაღლის მომატება და ხიდქვეშა გაბარიტი 4,59 მ-დან შემცირდა 4,1 მ-მდე, რის გამოც გახშირდა ხიდქვეშ გამავალი ავტოტრანსპორტის და მათზე მოთავსებული ტვირთის რკინა-ბეტონის კოჭებზე შეჯახების ფაქტები, რამაც თავის მხრივ გამოიწვია კოჭების ქვედა წიბოებში მზიდი არმატურების გაწყვეტა და ბეტონში ბზარების გაჩენა.

 გზაგამტარზე შექმნილი მძიმე ტექნიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, 2006 წელს დაიწყო ახალი გზაგამტარის მშენებლობა და 2007 წლის 30 ოქტომბერს დასრულდა. ახალ გზაგამტარზე მალის ნაშენებად გამოყენებული იყო დროებითი კოჭები, რის გამოც მატარებელთა მოძრაობის დაწესებული 100/80/60 კმ/სთ სიჩქარე, გზაგამტარზე შეზღუდული იქნა 60/40/40 კმ/სთ-მდე. 2015 წლის ოქტომბრის თვეში ახალ გზაგამტარზე არსებული დროებითი მალის ნაშენები, შეიცვალა შპს ,,ელიტა ბურჯი“-ს მიერ (მის მიერ დამზადებული) მაღალი კლასისი მალის ნაშენებით და ხიდქვეშა გაბარიტი საბოლოოდ გაიზარდა 5,4მ-დე, ხოლო მატარებელთა მოძრაობის სიჩქარე დადგენილ 100/80/60 კმ/სთ-დე.

 ახალ გზაგამტარზე სამენებლო სამუშაოების დასრულების მიუხედავად არ მომხდარა ძველი, უფუნქციოთ დარჩენილი რკინა-ბეტონის გზაგამტარის დემონტაჟი, რის გამოც ავტოტრანსპორტისათვის პრობლემა ფაქტიურად დარჩა გადაუჭრელი და კვლავ ადგილი ჰქონდა ავტომანქანების რკინა-ბეტონის უფუნქციო გზაგამტარზე შეჯახების შემთხვევებს, რომლის დროსაც ხშირად წარმოიქმნებოდა ე. წ. ,,საცობები“, რაც იწვევდა, საპატრულო პოლიციის მხრიდან სამართლიან უკმაყოფილებას.

 ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სს ,,საქართველოს რკინიგზის“ დირექტორთა საბჭოს 2016 წლის 29 ნოემბრის 33/50 დადგენილების და სამეთვალყურეო საბჭოს 2016 წლის 16 დეკემბრის #24 სხდომის ოქმის საფუძველზე 2016 წლის 21 დეკემბერს შპს ,,ზიმო“-სთან გაფორმებული იქნა უფუნქციოთ დარჩენილი რკინა-ბეტონის გზაგამტარის დემონტაჟის ხელშეკრულება #16-369, რომლის შესაბამისად 2017 წლის 20 აპრილს შპს ,,ზიმო“-მ განახორციელა ძველი უფუნქციო რკინა-ბეტონის გზაგამტარის დემონტაჟი.

 

 

 


 
 
Copyright © 2018 Georgian Railway. All Rights Reserved.