კომპანიის შესახებპროექტებიფინანსური ინფორმაცია
აუქციონებიტენდერებისოციალური პროგრამებიმედიაწესები და ინსტრუქციები 
 
სს "საქართველოს რკინიგზის" განცხადება
მაისი 24, 2017

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო ღონისძიებების გამართვასთან დაკავშირებით, გაზრდილი მგზავრთნაკადის დასაკმაყოფილებლად სს „საქართველოს რკინიგზა“ 26 მაისს ქ. თბილისიდან და 28 მაისს ქ. ბათუმიდან ამატებს ახალშემადგენლობას(851/852).

კომპანია „შტადლერის“ ორსართულიანი ელექტრომატარებელი რეისებს შეასრულებს ახალი განრიგით. მატარებელი თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან 26 მაისს გავა 08:50, ბათუმში ჩავა 14:13, ხოლო 28 მაისს ბათუმიდან გამოვა 16:40 და თბილისში ჩამოვა 21:40.

ბილეთები იყიდება, როგორც საქართველოს რკინიგზის საბილეთო სალაროებში, ასევე სწრაფი გადახდის აპარატებით და ინტერნეტის მეშვეობით.

საქართველოს რკინიგზა გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს და გისურვებთ ბედნიერ მგზავრობას!


 
 
Copyright © 2017 Georgian Railway. All Rights Reserved.