კომპანიის შესახებ
მისია, ხედვა რკინიგზის ისტორიასტრუქტურასამეთვალყურეო საბჭომენეჯმენტიდირექტორთა საბჭოვაკანსია კომიტეტები
პროექტებიფინანსური ინფორმაცია
აუქციონებიტენდერებისოციალური პროგრამებიმედიაწესები და ინსტრუქციები 
 
სს "საქართველოს რკინიგზის" განცხადება
ივლისი 03, 2017

საინფორმაციო საშუალებებით და სოციალური მედიით გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, სადგურ სამტრედია II -ში დასაქმებული პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. გვინდა განვაცხადოთ, რომ ალერგიული სიპტომები მხოლოდ რკინიგზაში მომუშავე პირებს არ აღენიშნებათ და არანაირად არ უკავშირდება მათ შრომით პირობებს. მსგავსი ჩივილებით სამტრედიის მოსახლეობა, ზაფხულის ცხელ პერიოდში, ხშირად მიმართავს სამედიცინო დაწესებულებებს.

სს „საქართველოს რკინიგზის“ მხრიდან მოწვეული იქნა ჯანდაცვის სამინისტოროს და გარემოს დაცვის სააგენტოს წარმოადგენლები, რომლებმაც შეისწავლეს აღნიშნული საკითხი და მათი დასკვნის საფუძველზე შეგვიძლია მოგახსენოთ, რომ აღნიშნული ალერგიული ფონი მწვავდება ზაფხულში- ივლისისა და აგვისტოს თვეებში, რაც დაკავშირებულია სავარაუდოდ მცენარეების ყვავილობასთან. სპეციალისტთა დასკვნით რადიაციული ფონი არ არსებობს. ამასთანავე შეგახსენებთ რომ სს „საქართველოს რკინიგზის“ კორპორატიული დაზღვევით სარგებლობს ყველა თანამშრომელი,მათ საშუალება აქვთ სამტრედიაშივე მიმართონ პროვაიდერ კლინიკებს, სადაც მომსახურებას გაუწევენ კვალიფიციური სპეციალისტები.

რაც შეეხება „საქართველოს რკინიგზაში" დასაქმებულთა სამუშაო პირობებს; გაცნობებთ,რომ ელმავლებში, სადგურებში, სხვადასხვა საამქროსა თუ დეპოებში, მუდმივად ხდება პირობების გაუმჯობესება, შეძენილია და მოძრაობს თანამედროვე ელმავლები, რომელიც აღჭურვილია გათბობა-გაგარილების სისტემით და ყველა იმ აუცილებელი პირობით რაც მემანქანეს სჭირდება. პერსონალს დაურიგდა სპეც ტანსაცმლი. ხოლო ლიანდაგის მონტიორებს, ზეინკლებს, ელ. მომარაგებისა და სხვა მუშაკებს, რომელთაც შენობების გარეთ უწევთ სამუშაოების შესრულება, საქართველოს რკიინიგზის დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით შეეცვალათ მუშაობის გრაფიკი.

საქართველოს რკინიგზა მონიტორინგის ჯგუფის მეშვეობით უწყვეტ რეჟიმში აკვირდება ქალაქ სამტრედიაში მიმდინარე პროცესებს და სრულად ფლობს ინფორმაციას თანამშრომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ .


 
 
Copyright © 2017 Georgian Railway. All Rights Reserved.