კომპანიის შესახებპროექტებიფინანსური ინფორმაცია
აუქციონებიტენდერებისოციალური პროგრამებიმედიაწესები და ინსტრუქციები 
 
აიოვას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერითა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის დაფინანსებით, სს „საქართველოს რკინიგზაში “ შრომის დაცვისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების" ტრენინგის მეორე ეტაპი იწყება
აგვისტო 14, 2017

სს „საქართველოს რკინიგზის“, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ დაფუძნებული ააიპ „სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის“ ორგანიზებითა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის დაფინანსებით, მიმდინარე წლის ივნისის თვეში, აიოვას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ჩატარდა "შრომის დაცვისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების" ტრენინგი ტრენერებისათვის.

დღეისათვის სს „საქართველოს რკინიგზიდან“ გადამზადდა 35 თანამშრომელი, რომლებიც 2017 წლის ოქტომბრის ბოლომდე ჩაატარებენ "შრომის დაცვისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების" ტრენინგს სს „საქართველოს რკინიგზის“ ყველა რეგიონსა და სტრუქტურულ ერთეულში.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი პროექტი პირველად ხორციელდება საქართველოში და ორი წლის განმავლობაში გაგრძელდება. პროექტი ითვალისწინებს როგორც საქართველოს რკინიგზის თანამშრომლების, ასევე მილენიუმის გრანტის ფარგლებში დაარსებული სარკინიგზო კოლეჯის, სტუ- შესაბამისი დეპარტამენტებისა და სხვადასხვა ბიზნეს ორგანიზაციების მომსახურებას.

აღნიშნული ინიციატივა ემსახურება "შრომის დაცვისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების" სფეროში არსებული გამოწვევების დაძლევას, კომპანიის საჭიროებებზე და თანამედროვე სტანდარტებზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნას.


 
 
Copyright © 2017 Georgian Railway. All Rights Reserved.