კომპანიის შესახებპროექტებიფინანსური ინფორმაცია
აუქციონებიტენდერებისოციალური პროგრამებიმედიაწესები და ინსტრუქციები 
 
საქართველოს რკინიგზამ კალათბურთის 16 წლამდელთა ეროვნული ნაკრების წევრებს უმასპინძლა
აგვისტო 22, 2017

საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა, კალათბურთის 16 წლამდელთა ეროვნული ნაკრების წევრებს უმასპინძლა. მამუკა ბახტაძესთან გამართულ შეხვედრაზე, ნაკრების წევრებთან ერთად ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ გაბრიჩიძე და ვიცე-პრეზიდენტი, ვლადიმერ ბოისა იმყოფებოდნენ. მასპინძელსა და სტუმრებს შორის საუბარი ნაკრების გამარჯვებით გამოწვეულ შთბეჭდილებებსა და სპორტის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე წარიმართა.

19 აგვისტოს, ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა, B დივიზიონის მე-3 ადგილისათვის დაძაბულ ბრძოლაში დიდი ბრიტანეთის ნაკრები დაამარცხა და 1 ქულის სხვაობით - 64:63 გაიმარჯვა. ბრინჯაოს მედალთან ერთად, გუნდმა გაცილებით ძვირფასი ტიტული - მომავალი წლისათვის ელიტარული - A დივიზიონის საგზური მოიპოვა.

მამუკა ბახტაძემ მადლობა გადაუხადა სპორტსმენებს გამარჯვებისათვის და სამომავლოდ წარმატებები უსურვა. ,,მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ქართველ გულშემატკივრებს მივულოცო ნაკრების ასეთი წარამტება. ვინც თამამაშს უყურა, დამერწმუნება ალბათ, ეს განცდა და ემოცია არავის დაავიწყდება. მინდა მადლობა გამოვხატო ყველას მიმართ, ვინც ამ გამარჯვებაში წვლილი შეიტანა - ბიჭებს, მწვრთნელებს და ფედერაციის მესვეურებს - ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდში ედგა საქართველოს ნაკრებს ამ წარმატების მიღწევაში,“ - აღნიშნა საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა.

,,საქართველოს რკინიგზა კალათბურთის ფედერაციის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია. ის თანამონაწილე არის ყველა ჩვენი მოვლენის და რა თქმა უნდა, თანამონაწილე არის იმ გამარჯვების, რასაც ჩვენმა ახალგაზრდებმა სოფიაში მიაღწიეს. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არა საქართველოს რკინიგზის მხარდაჭრა, ძალიან ბევრ პროექტს ვერ განვახორციელებდით. ის მუდამ გვერდში უდგას ქართულ კალათბურთს და ქართულ სპორტს და ვიმედოვნებ, რომ სხვა ქართული კომპანიები ინვესტიციას ქართულ სპორტში, განსაკუთრებით ახაგაზრდულ სპორტში გააკეთებენ, რათა ეს ყველაფერი ქართველი ერისა და ქართველი ახალგაზრდების ჯანმრთელობისთვის გაკეთდეს,“ - განაცხადა კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ.

,,ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს აქ მოგვიწვიეს. დიდ მადლობას ვუხდი საქართველოს რკინიგზას დაფინანსებისათვის. რაც შეეხება ბოლოს ჩაგდებულ ბურთს - ვიმეორებ, რომ გამიმართლა და ეს ჩემი გუნდის გარეშე არ გამომივიდოდა,“ - განაცხადა ევროპის ჩემპიონატის ბოლო, გადამწყვეტი ბურთის ავტორმა რატი ანდრონიკაშვილმა.

ახალგაზრდა სპორტსმენებმა რკინიგზას საჩუქრად მაისურები და ბურთი, ხოლო ვლადიმერ ბოისამ ავტობიოგრაფიული წიგნი გადასცა. ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრების გამარჯვებამ დაადასტურა, რომ რკინიგზის მხარდაჭერა შედეგიანია. საქართველოს რკინიგზა კი, აქტიურად გააგრძელებს ქართული სპორტის მხარდაჭერას.


 
 
Copyright © 2017 Georgian Railway. All Rights Reserved.