კომპანიის შესახებპროექტებიფინანსური ინფორმაცია
აუქციონებიტენდერებისოციალური პროგრამებიმედიაწესები და ინსტრუქციები 
 
საქართველოს რკინიგზამ გორან ბრეგოვიჩის კონცერტზე დამატებითი მატარებელი დანიშნა
აგვისტო 23, 2017

26 აგვისტოს „Black Sea Arena“-ზე გორან ბრეგოვიჩის კონცერტზე დასწრების მსურველთათვის თბილისიდან დამატებითი (#880/879) ჩარტერული მატარებელი ინიშნება. GRT სერიის 4-ვაგონიანი ელექტრომატარებელი 300 მგზავრს გადაიყვანს. მატარებელი თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან გავა 15:00, „ბლექ სი არენას ბაქანზე“ ჩავა 19:15, აღნიშნულ მატარებელს (#880) გაჩერებები ურეკსა და ქობულეთშიც ექნება. შემდგომ მსვლელობას გააგრძელებს ქ. ბათუმადე (შესვლა 20:10) ქ. ბათუმიდან გამოვა 27 აგვისტოს 00:35 და ქ. თბილისში ჩამოვა 06:00.

ასევე, საკონცერტო ღონისძიებაზე დამსწრეთა მატარებლებში ჩასხდომა-გადმოსხდომის უზრუნველყოფის მიზნით, ა.წ. 26 აგვისტოს თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მიმავალ ჩქარ ელექტრომატარებლებს #802/801, #804/803, #806/805, #808/807 ეძლევათ ორწუთიანი გაჩერება „ბლექ სი არენას ბაქანზე“.

ბილეთების რეალიზაცია წარმოებს როგორც საქართველოს რკინიგზის სალაროებში, ასევე სხვა ალტერნატიული გაყიდვის არხების მეშვეობით. (ონლაინ, ტურისტულ სააგენტოებში და სწრაფი გადახდის აპარატებით)

საქართველოს რკინიგზა სასიამოვნო მგზავრობას გისურვებთ!


 
 
Copyright © 2017 Georgian Railway. All Rights Reserved.