Georgian Railway
 
 
 
 
კომპანიის შესახებ
სტრუქტურადირექტორთა საბჭოვაკანსია კომიტეტები
პროექტებიფინანსური ინფორმაცია
აუქციონებიტენდერებისოციალური პროგრამებიმედიაწესები და ინსტრუქციები 
 
სს „საქართველოს რკინიგზისათვის“ მგზავრთა გადაყვანა ყოველთვის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენდა
იანვარი 25, 2018

სს „საქართველოს რკინიგზისათვის“ მგზავრთა გადაყვანა ყოველთვის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენდა. საქართველოს ტურისტული პოტენციალის ზრდასთან ერთად ჩვენი კომპანია ძალისხმევას არ ზოგავს მგზავრთა კომფორტული გადაადგილების, მათი მომსახურების ხარისხის ზრდისა და მგზავრთა უფლებების დაცვის კუთხით. 2015 წლიდან დღემდე ბევრი გაკეთდა ამ მიმართულებებით.

გადაყვანილი მგზავრების სტატისტიკა შემდეგია:

მგზავრთარაოდენობა ('000)

2015

2016

2017

სულ 2017

2,397

2,463

2,680

მაგისტრალური

976

1,110

1,296

რეგიონული

1,323

1,262

1,276

საერთაშორისო

98

90

108

 

მგზავრთა მომსახურების კუთხითაც რიგი სასიკეთო ცვლილებები განხორციელდა, მაგალითად შეძენილ იქნა 4 თანამედროვე, ორსართულიანი, კომფორტული ელექტრომატარებელი შვეიცარული კომპანია შტადლერისაგან. მათ ძალიან მალე დაიმკვიდრეს თავი ბაზარზე და ყველაზე მოთხოვნადი გახდნენ, არა მარტო ზაფხულის სეზონისათვის, არამედ მთელი წლის განმავლობაში. საგულისხმოა, რომ აღნიშნული მატარებლები სრულიად აკმაყოფილებს შშმ პირების მომსახურებისათვის განსაზღვრულ სტანდარტებს. ამასთან,სს „საქართველოს რკინიგზამ“ აიღო ვალდებულება, რომ ყოველი ახლად შეძენილი სამგზავრო შემადგენლობა თუ ნებისმიერი ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც მგზავრებისათვის იქნება განპირობებული,ასევე დააკმაყოფილებს ზემოხსენებულ სტანდარტებს. სამგზავრო ბილეთების რეალიზაციის ხელმისაწვდომობისა და გამარტივების მიზნით დაინერგა მობილური აპლიკაცია, რომელიც ყველა საოპერაციო სისტემაზეა მორგებული. ასევე, მგზავრთა მოთხოვნების გათვალისწინებით აპლიკაციას გააჩნია ადგილების შერჩევის ფუნქციონალი. სს „საქართველოს რკინიგზის“ მგზავრთა გადაყვანას მოპოვებული აქვს ISO 9001:2015 ხარისხის მართვის სერტიფიკატი. ყოველივე ზემოაღნიშნულმა დადებითი ეფექტი იქონია მგზავრთა კმაყოფილების კუთხით.

განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მგზავრთა უფლებების დაცვას. ამისათვის, სს „საქართველოს რკინიგზამ“ აიღო რიგი ვალდებულებები ევროპარლამენტისადასაბჭოს 2007 წლის 23 ოქტომბრის N 1371/2007 რეგულაციითგათვალისწინებულიმგზავრთაძირითადუფლებათადავალდებულებათარეალიზაციისწესის, შეზღუდულიშესაძლებლობებისმქონედაგადაადგილებისშეზღუდულიუნარისმქონემგზავრთასარკინიგზომომსახურებითუზრუნველყოფისდაპრეტენზიებზერეაგირებისმექანიზმების რეალიზებაზე.

სს „საქართველოს რკინიგზა“ კვლავ აგრძელებს მუშაობას მგზავრთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით და მოსალოდნელი სიახლეების შესახებ ინფორმაციას უახლოეს პერიოდში შეიტყობთ.

საქართველოს რკინიგზა ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ!


 
 
Copyright © 2018 Georgian Railway. All Rights Reserved.