Georgian Railway
 
 
 
 
კომპანიის შესახებ
სტრუქტურადირექტორთა საბჭოვაკანსია კომიტეტები
პროექტებიფინანსური ინფორმაცია
აუქციონებიტენდერებისოციალური პროგრამებიმედიაწესები და ინსტრუქციები 
 
საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის ვიზიტი ჩინეთში
აპრილი 17, 2018

საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფებოდა. სამთავრობო დელეგაციას საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - დიმიტრი ქუმსიშვილი ხელმძღვანელობდა. ,,სარტყელისა და გზის“ ინიციატივის ფარგლებში, აუდიენცია გაიმართა ჩინეთის ეროვნული განვითარებისა და რეფორმების კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტთან, ჩინეთის ტრანსპორტისა და კომერციის მინისტრებთან. ,,შუა დერეფნის“ შესაძლებლობები და უპირატესობები, თავისუფალი ვაჭრობა, ჩინეთის სხვადასხვა ქალაქში საინფორმაციო აქტივობებისა და ,,როუდშოებისმოწყობა, ასევე ქვეყნებს შორის მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები იყო შეხვედრებზე განსახილველი საკითხები. ჩინეთის მხარემ მზადყოფნა გამოთქვა განიხილოს საქართველოს მიერ შეთავაზებული წინადადებები. უკვე ცნობილია, რომ ივნისში საქართველოს ჩინეთის ტრანსპორტის სამინისტროს დელეგაცია ესტუმრება. ვიზიტის მიზანი ,,შუა დერეფნის“ საქართველოს მონაკვეთისა და სხვა თემების შესწავლა იქნება.

 


 
 
Copyright © 2018 Georgian Railway. All Rights Reserved.