კომპანიის შესახებ
სტრუქტურადირექტორთა საბჭოვაკანსია კომიტეტები
პროექტებიფინანსური ინფორმაცია
აუქციონებიტენდერებისოციალური პროგრამებიმედიაწესები და ინსტრუქციები 
 
საქართველოს რკინიგზამ „კრინიცას ეკონომიკურ ფორუმში“ მიიღო მონაწილეობა
მაისი 28, 2018

ღონისძიების ფარგლებში გამართულ ერთ-ერთ პანელურ დისკუსიაში, სახელწოდებით ,,საქართველო და სამხრეთ კავკასია - პერსპექტიული სატრანზიტო არეალი“ - ბიზნეს დელეგაციის კითხვებს კომპანიის სატვირთო გადაზიდვების დირექტორი, გურამ გურამიშვილი პასუხობდა. დისკუსიის მიმდინარეობისას, ახალი საერთაშორისო მარშრუტების გათვალისწინებით, კორიდორის მზაობა და განვითარების საკითხები განიხილეს.

ეკონომიკური ფორუმი მიზნად ევროპულ ქვეყნებსა და მათ პარტნიორებს შორის დიალოგის დამატებითი პლატფორმის შექმნასა და საქმიან წევრებს შორის თანამშრომლობის განვითარებას ისახავს.

ფორუმი, რომელიც საქართველოს, სლოვაკეთისა და პოლონეთის პრეზიდენტებმა გახსნეს, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართა. მას ათი ქვეყნის 300-მდე მთავრობის, სამოქალაქო და ბიზნეს სექტორის, ასევე მედიის წარმომადგენელი ესწრებოდა.


 
 
Copyright © 2018 Georgian Railway. All Rights Reserved.