კომპანიის შესახებ
სტრუქტურადირექტორთა საბჭოვაკანსია კომიტეტები
პროექტებიფინანსური ინფორმაცია
აუქციონებიტენდერებისოციალური პროგრამებიმედიაწესები და ინსტრუქციები 
 
საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურის ფილიალმა სალიანდაგო ბრიგადებისთვის ახალი ავტობუსები შეიძინა
ივლისი 04, 2018

საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურის ფილიალმა სალიანდაგო ბრიგადებისთვის ახალი ავტობუსები შეიძინა. სპეციალური ჯგუფები, რომლებიც ლიანდაგების ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აწარმოებენ, სხვადასხვა რაიონში გადაადგილდებიან. ახალი ტრანსპორტი კი ხელს შეუწყობს მათ უსაფრთხო და კომფორტულ გადაყვანას. სალიანდაგო ჯგუფის წევრებს დღეს საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი დავით ფერაძე და ინფრასტრუქტურის ფილიალის დირექტორი ვასილ ხორავა შეხვდნენ. თანამშრომლებთან გასაუბრების შემდეგ კი მათ ახალი ავტობუსები დაათვალიერეს.


 
 
Copyright © 2018 Georgian Railway. All Rights Reserved.