| შპს
”საქართველოს რკინიგზის”
დირექტორთა
საბჭოს 2011 წლის 9 აგვისტოს
#7/31
დადგენილების დანართი #2
გ.
ლაბაძე
სააუქციონო პირობები
შპს
”საქართველოს რკინიგზა” აცხადებს საჯარო
აუქციონს მის
ბალანსზე რიცხული 78 ერთეული სამგზავრო ვაგონის გაყიდვის შესახებ.
·
ინფორმაცია
სარეალიზაციო ქონების შესახებ იხილეთ
სააუქციონო პირობების დანართში:
Ø განაცხადების მიღების ადგილი - ქ. თბილისი, თამარ მეფის №
15, შპს ”საქართველოს რკინიგზა” ტელ:
(993 32) 2198927; (995 32 ) 2199223. მობ: (995 591)
199181;
Ø განაცხადების მიღების ვადა
-
2011 წლის 14 ნოემბრიდან 2011
წლის 28 ნოემბრის ჩათვლით. განაცხადების მიღება
მიმდინარეობს აუქციონის
ჩატარების დღის
ჩათვლით. აუქციონის
ჩატარების დღემდე
10:00 საათიდან 18:00 საათამდე, ხოლო
აუქციონის ჩატარების
დღეს 10:00 საათიდან
12:00 საათამდე.
Ø საჯარო აუქციონის ჩატარების
თარიღი, ადგილი და დრო - 2011 წლის 28
ნოემბერი, 14:00 საათი,
ქ. თბილისი,
თამარ მეფის №15 შპს ”საქართველოს
რკინიგზა”
საჯარო აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ან უცხო
ქვეყნის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომელშიც სახელმწიფოსა და ადგილობრივი თვითმართველობის მონაწილეობის წილი
25%-ე ნაკლებია. უცხო ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირის შემთხევაში
წარმოდგენილი დოკუმანტაცია უნდა იყოს ლეგალიზებული (აპოსტილით დამოწმებული) კანონმდებლობით
დადგენილი წესით.
1.
საჯარო აუქციონში მონაწილეობის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტები:
1.1 დამტკიცებული
ფორმის მიხედვით შევსებული განაცხადი, რომელიც მოიცავს ინფორმაციას მონაწილის
შესახებ, იმ გასაყიდი ქონების დასახელებას, რომლის შეძენაც სურს მას, საწყის
გასაყიდ ფასსა და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მონაცემებს.
1.2 ”ბე”-ს
და ”მონაწილის ბილეთის” საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, თანხა
გადახდილი უნდა იქნეს შპს ”საქრთველოს რკინიგზა”-ს შემდეგ ანგარიშსწორების
ანგარიშზე: შპს ”საქართველოს
რკინიგზა”-ს საბანკო
რეკვიზიტები - ს/ს
”საქართველოს ბანკი” ცენტრალური ბანკის კოდი 220101502; ანგარიშის ნომერი 023467085 .
1.3 საჯარო აუქციონში მონაწილე ფიზიკური პირის
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მონაცემები ან ნოტარიულად დამოწმებული
მინდობილობა, თუ იგი მოქმედებს სხვა პირის სახელით.
1.4 იურიდიული პირები დამატებით წარადგენენ სადამფუძნებლო
დოკუმენტების ნოტარიულად დამოწმებულ ასლებს.
1.5 განაცხადის რეგისტრაციისა და ”მონაწილის ბილეთის”
შეძენის მომენტიდან, განმცხადებელი იძენს საჯარო აუქციონში მონაწილის სტატუსს.
1.6 აუქციონში მონაწილეს ”ბე”-ს დაუკავებლად უფლება
აქვს, მხოლოდ განაცხადების მიღების პერიოდში განაცხადოს წერილობითი უარი აუქციონში
მონაწილეობაზე.
1.7 საჯარო აუქციონში მონაწილეობის მსურველს აუქციონში მონაწილეობაზე უარი შეიძლება ეთქვას,
თუ გასულია განცხადების მიღების ვადა ან/და
წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს.
2.
საჯარო აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმი:
2.1 გასაყიდი ქონების შესაძენად მაქსიმალური ფასის
გადახდა, არანაკლებ სააუქციონო პირობებით გამოცხადებული საწყისი ღირებულებისა,
ბიჯის გათვალისწინებით.
3.
საჯარო აუქციონის შედეგების ოქმის შედგენა და ნასყიდობის
ხელშეკრულების დადება:
3.1 სააუქციონო ვაჭრობის დამთავრების შემდეგ დგება
აუქციონის შედეგების ოქმი, რომელშიც აისახება ვაჭრობის მსვლელობა და შედეგები.
ოქმს ხელს აწერს ქონების შემძენი, სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები.
3.2
თუ საჯარო აუქციონში
გამარჯვებული პირი უარს განაცხადებს აუქციონის შედეგების ოქმის ან/და ნასყიდობის
ხელშეკრულების ხელმოწერაზე, მას ჩამოერთმევა საჯარო აუქციონში გამარჯვებულის
სტატუსი და არ დაუბრუნდება გადახდილი ”ბე”-ს თანხა.
3.3
თუ საჯარო აუქციონი
არ შედგება იმ მიზეზით, რომ აუქციონის მონაწილეები, რომლებიც ესწრებიან საჯარო აუქციონს,
არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, შედგება ოქმი არშემდგარი
აუქციონის შესახებ და აუქციონის მონაწილეებს არ დაუბრუნდება გადახდილი ”ბე”-ს
თანხა.
3.4
საჯარო აუქციონის
შედეგების დამტკიცებიდან 20 (ოცი) კალენდარული დღის განმავლობაში, გამარჯვებული
მონაწილე ვალდებულია შპს ”საქართველოს
რკინიგზას”-თან გააფორმოს ნასყიდობის ხელშეკრულება. გაყიდული ქონების
გატანასთან (ტრანსპორტირება) დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებს მყიდველი.
4.
გაყიდული ქონების საფასურის გადახდის ვადა:
4.1 მყიდველი
ვალდებულია, ოქმის შედგენიდან არა უმეტეს 20 ( ოცი) კალენდარული დღის ვადაში, შპს ”საქართველოს რკინიგზა”-ს საბანკო ანგარიშზე
(პუნქტი 1.2) გადაიხადოს ის ფასი, რომელიც შეესაბამება მის მიერ საჯარო აუქციონზე
დასახელებულ საბოლოო ფასს.
4.2 თუ
მყიდველი 4.1 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში არ გადაიხდის ქონების სრულ საფასურს
მას არ გადაეცემა საკუთრების უფლება ქონებაზე და არ დაუბრუნდება გადახდილი ”ბე”-ს
თანხა.
4.3 მყიდველი
ვალდებულია, ოქმის შედგენიდან არა უმეტეს 6 თვისა უზრუნველყოს საჯარო აუქციონზე
შეძენილი ქონების საკუთარი ხარჯით გატანა (ტრანსპორტირება), წინააღმდეგ
შემთხვევაში მყიდველს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ გადაცილებულ დღეზე, აუთვისებელი
ვაგონების ღირებულების 0,05%.
4.4 საკუთრების უფლება სარეალიზაციო ქონებაზე მყიდველს
გადაეცემა აღნიშნული ქონების ღირებულების სრულად დაფარვის და მიღება-ჩაბარების
აქტის ხელმოწერის დღიდან.
5. შენიშვნები და დათქმები:
5.1 საჯარო
აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ გადახდილი ”ბე”-ს თანხა ჩაითვლება გასაყიდი
ქონების ფასში საბოლოო ანგარიშსწორებისას.
5.2 საჯარო
აუქციონში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია აუქციონის გამოცხადების დღიდან, შპს
”საქართველოს რკინიგზასთან” წინასწარი შეთანხმებით, დაათვალიეროს სარეალიზაციო
ქონება და გაეცნოს ტექნიკურ დოკუმენტაციას.
საჯარო აუქციონით გასაყიდი ქონების და აუქციონის პირობების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შპს ”საქართველოს რკინიგზა”-ში.
საკონტაქტო ტელ:
(995 32 ) 2198927. (995 32 ) 2199223
იხილეთ დანართი
|