კომპანიის შესახებ
სტრუქტურადირექტორთა საბჭოვაკანსია კომიტეტები
პროექტებიფინანსური ინფორმაცია
აუქციონებიტენდერებისოციალური პროგრამებიმედიაწესები და ინსტრუქციები 
 
სს საქართველოს რკინიგზა აცხადებს საჯარო აუქციონს 2017 წლის 22 ნოემბრიდან 12 დეკემბრამდე ლოტი 2
ნოემბერი 22, 2017

ლოტი 2

სს ”საქართველოს რკინიგზა” აცხადებს საჯარო აუქციონს 2017 წლის 22 ნოემბრიდან 12 დეკემბრამდე

სს „საქართველოს რკინიგზის“ საკუთრებაში არსებულ,მუშა ფარეხის, 150ერთეული დახურული ვაგონის დროებით სარგებლობაში, იჯარის ფორმით გადაცემის შესახებ

1. ძირითადი საინფორმაციო მონაცემები:

  • საიჯარო ქონების მისამართი- საქართველო;
  • იჯარით გასაცემი ვაგონების რაოდენობა 150 ერთეული
  • საწყისი დღიური საიჯარო ქირა -5683ლარი (დღგს-ჩათვლით)
  • ”ბიჯი” -68 ლარი;
  • ”ბე” -162 360 ლარი;
  • ბილეთის ფასი - 136 ლარი;
  • იჯარის ვადა - 3 წელი, (ვადა აითვლება მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმების დღიდან);
  • ქონების საბაზრო ღირებულება - 2 625 000 აშშ დოლარი (დღგ-ს ჩათვლით).
  • ერთეული ვაგონის საბაზრო ღირებულება -17 500 აშშ დოლარი (დღგ-ს ჩათვლით).

·

სს „საქართველოს რკინიგზის“ საკუთრებაში მყოფი, იჯარის ფორმით გაცემისათვის შერჩეული, ინვენატრული მუშა ფარეხის 150 დახურული ვაგონი (შეტყობინების გადაცემის მომენტისათვისგეგმიური შეკეთების ვადით, არანაკლებ 30 კალენდარული დღისა), აკმაყოფილებს მოქმედი, „სხვა სახელმწიფოს საკუთრების სატვირთო ვაგონების ექსპლუატაციის, ნომრული აღრიცხვისა და გამოყენებისათვის ანგარიშგების წესებს“. ვაგონების ტექნიკური მახასიათებლები (აშენების წელი, მსახურების ვადა, გეგმიური შეკეთების ვადა, ტიპი, მოდელი, ტვირთამწეობა, ძარის მოცულობა, მონაცემთა ბაზების მიხედვით კომპლექტაცია) დანართის სახით თან ერთვის.

საჯარო აუქციონი ჩატარდება სს „საქართველოს რკინიგზის“ ადმინისტრაციულ შენობაში, 2017 წლის 12 დეკემბერს 14 საათზე. აუქციონში მონაწილეობისათვის ბილეთის ფასი შეადგენს 136 ლარს. განაცხადების მიღების ადგილი - ქ. თბილისი, თამარ მეფის გამზირი N15, სს ”საქართველოს რკინიგზის” გამოთვლითი ცენტრის შენობა მე-7 სართული. (+995) 591 19 91 90.

განაცხადების მიღების ვადა 2017 წლის 22 ნოემბრიდან 2017 წლის 12 დეკემბრის ჩათვლით 12 საათამდე. განაცხადების მიღება მიმდინარეობს აუქციონის ჩატარების დღის ჩათვლით. აუქციონის ჩატარების დღემდე 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, ხოლო აუქციონის ჩატარების დღეს 10:00 საათიდან 12:00 საათამდე.

საჯარო აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ - საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირებს ან ამ პირთა გაერთიანებას;

საჯარო აუქციონის დასრულების დღიდან, 20 კალენდარული დღის ვადაში, ქონების მესკუთრესა და საჯარო აუქციონში გამარჯვებულს შორის ფორმდება ხელშეკრულება ქონების დროებით სასყიდლიან სარგებლობაში, იჯარის ფორმით გადაცემის თაობაზე, იმ პირობების გათვალისწინებით, რომლის შინაარსიც გამოქვეყნებულია ლოტის საინფორმაციო ველში. (იხილეთ მიმაგრებული ფაილი "იჯარის ხელშეკრულება", სააუქციონო პირობები).

იჯარით გადასაცემი ქონებისა და აუქციონის პირობებისშესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია -სს „საქართველოს რკინიგზაში“. ქ. თბილისი, თამარ მეფისგამზ.N15. საკონტაქტო ტელეფონი:

სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე -(+995) 591 19 03 03 Alexsi.koreli@railway.ge

ფინანსურ საკითხებზე: - (+ 995) 577 62 11 75. Tamuna. Tabatadze@railway.ge

იურიდიულ საკითხებზე - (+995) 591 19 91 90. Nino.abelishvili@railway.ge

ვაგონების ტექნიკურ მდგომარეობაზე - (+995) 591 19 93 88. Zaza.paturashvili@railway.ge

ვაგონების გადაზიდვასთან დაკავშირებულ საკითხებზე-(+995)5919889.

omar.gulbani@railway.ge


GEO_RUS Договор аренды

სააუქციონო პირობა ლოტი N2

комплектация вагонов лот 2

тех. параметри вагонов лот 2

 
 
Copyright © 2017 Georgian Railway. All Rights Reserved.