|
საქართველოს რკინიგზა პირველი ივლისიდან იწყებს სტუდენტებისათვის მაგისტრალური მსვლელობის მატარებლებზე შეღავათიანი სამგზავრო დოკუმენტების გაყიდვას მოქმედი ტარიფის 50%-მდე ოდენობით. შეღავათები ვრცელდება ყველა კატეგორიის ვაგონით მგზავრობისათვის გარდა ღამის არამოდერნიზებული პლაცკარტის და დღის მე-3 კლასის მოდერნიზებული (სავარძლიანი, სავარძლიანი და საბარგო განყოფილებით) ვაგონებისა;
სტუდენტური ფასდაკლების პროგრამით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაცემული სტუდენტის სტატუსის შესახებ ინფორმაციის შემცველი პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მფლობელთათვის.
საქართველოს რკინიგზის სამგზავრო დოკუმენტის შეძენისას, ბილეთების რეალიზაციის ერთიანი სისტემა ახდენს პირადი ნომრის ავტორიზაციას რეესტრის ბაზასთან და მხოლოდ დასტურის შემთხვევაში ხდება შეღავათიანი სამგზავრო დოკუმენტის გაცემა.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მატარებელში ჩასხდომისას მოწმდება სამგზავრო დოკუმენტზე და სტუდენტურ მოწმობაზე დატანილი მონაცემების სისწორე, შეუსაბამობის შემთხვევაში მგზავრი მატარებელში არ დაიშვება.
|