კომპანიის შესახებპროექტებიფინანსური ინფორმაცია
აუქციონებიტენდერებისოციალური პროგრამებიმედიაწესები და ინსტრუქციები 
 
SAP-მა და საქართველოს რკინიგზამ პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველი SAP S/4HANA-ს პროექტის დანერგვა დაასრულეს
მარტი 01, 2017

დღეს ბაზრის კორპორატიული პროგრამების ერთერთმა ლიდერმა კომპანიამ SAP-მა და ,,საქართველოს რკინიგზამ“ , Soft-Rating Georgia-სთან ერთად   სარკინიგზო დარგში და პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველად SAP S/4HANA-ს პროექტის დანერგვა დაასრულეს. ახალი სისტემა კომპანიას სტრატეგიული გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებასა და საორგანიზაციო პროცესების მოქნილად მართვას ხელს შეუწყობს. ამ ეტაპზე სისტემის მომხმარებელთა რაოდენობა უკვე 500 ადამიანს შეადგენს.

SAP S/4HANA-ზე გადასვლის გადაწყვეტილება საქართველოს რკინიგზამ 2015 წელს მიიღო. ჩატარებულმა აუდიტმა აჩვენა, რომ არასრული ავტომატიზაცია კომპანიის განვითრებას აფერხებს, ხელმძღვანელობას არ აძლევს შესაძლებლობას დაინახოს ბიზნესის სრული სურათი და მის საფუძველზე მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. მთავარი მიზანი, რომელიც პროექტის დასაწყისში დაისახა, იყო საკვანძო ბიზნეს-პროცესების მოდერნიზაცია ფინანსების, შესყიდვებისა და პერსონალის სარემონტო სამუშაოების ჩატარებამდე. SAP-ზე არჩევანის გაკეთება ამერიკის, ევროპისა და დსთ-ს ქვეყნების წამყვან სარკინიგზო ოპერატორებთან ვენდორის გამოცდილებით იყო განპირობებული. მათ შორის არიან იტალიური კომპანია Trenitalia, ჰოლანდიური ProRail, კანადური Canadian Pacific. უშუალოდ S/4HANA-ს იყენებენ მსოფლიოს ისეთი წამყვანი კომპანიები, როგორებიც არიან Bosch, Fitbit, Horizon Pharma და სხვ.

ერთიანი სისტემის შესაქმნელად საქართველოს რკინიგზაში SAP S/4HANA-ს ბაზაზე დაინერგა გადაწყვეტილებების კომპლექსი - ახალი თაობის in-memory ERP სისტემა. ავტომატიზაციამ ძირითადი და დამხმარე ბიზნეს-პროცესების მთელი რიგი მოიცვა: ოპტიმიზირებული იყო მართვის აღრიცხვა, რემონტის, ტექნიკური მხარდაჭერისა და პერსონალის მართვის პროცესი. განსაკუთრებული აქცენტი ბიუჯეტირების, დაგეგმარებისა და კონსოლიდაციის გადაწყვეტილებებზე გაკეთდა. პროექტის რეალიზებაში მონაწილეობა მიიღო SAP MaxAttention-ის საერთაშორისო პრემიალური მხარდაჭერის ჯგუფმა, რომელმაც დასანერგი გადაწყვეტილების ხარისხის კონტროლი განახორციელა, გადაამზადა თანამშრომლები და კომპანიას დათქმულ ვადებში პროექტის დასრულებაში დაეხმარა.

სამომავლოდ, საქართველოს რკინიგზა გეგმავს:

· ავტომატიზირებული ბიზნეს-პროცესების რაოდენობის სამომავლო გაზრდა;

· საქართველოსათვის ლოკალიზაციის სისტემის შექმნა, რომელშიც შევა ქართული ინტერფეისი და რომელიც საქართველოს კანონმდებლობაზე იქნება მორგებული;

· ინოვაციური პროექტების ინტერნეტ საგნების კონცეფციის ბაზაზე რეალიზაციას.

გარდა ამისა, საქართველოს რკინიგზა საკუთარი ექსპერტიზის ცენტრის სერტიფიცირებას გეგმავს, რაც სისტემის ეფექტური თანხლების შესაძლებლობასა და დაინტერესებულ კომპანიებში მომსახურების დანერგვის შესაძლებლობას იძლევა.

,,თქვენ ვერ ნახავთ მსოფლიოში მსხვილ საწარმოს, რომელიც არ სარგებლობდეს ერთიანი მართვის SAP-ის პროდუქტით. ეს არის ყველაზე ცნობილი მწარმოებელი აღნიშნულ სექტორში და მათი პროდუქცია განსაკუთრებით წარმატებულია სარკინიგზო სექტორში. სწორედ ამიტომ გავაკეთეთ ჩვენც SAP-ზე არჩევანი. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ვართ პირველი კომპანია პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომელმაც დანერგა SAP-ის უახლესი თაობა. შედეგად, რკინიგზას პროექტის რეალიზაციის შემდეგ, ძალიან ხელშესახები შედეგები ექნება - დაახლოებით 10 % შემცირდება ჩვენი მარაგების მართვაში გადაწყვეტილებების მიღების დრო, გაცილებით დავხვეწავთ ძირითადი საშუალებების მართვის სისტემებს. ზოგადად, ეს ყველაფერი გამოისახება უფრო წარმატებულ ფინანსურ მაჩვენებლებსა და ეფექტურ მმართველობით გადაწყვეტიელბებში,“ - აღნიშნა საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ.

,,რკინიგზის განვითარებისათვის საჭირო იყო მონაცემთა მაღალ დონეზე მართვა. დაახლოებით 2 წლის წინ ჩვენ საქართველოს რკინიგზასთან დავიწყეთ თანამშრომლობა, რათა მათთვის შესაძლებელი ყოფილიყო ისეთი ფართე მონაცემების ბაზის მართვა, როგორიცაა თანამშრომლების, ფინანსური მონაცემების ბაზები. რკინიგზას მართვისათვის მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტილება სჭირდებოდა. ჩვენ ეს პროდუქტი მივაწოდეთ რკინიზას და ველით თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას,“ - განაცხადა SAP SE-ის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში სტრატეგიულ დარგებთან მუშაობის დირექტორმა ალექსანდრ არნოლდმა.

აღნიშნული პროექტის პრეზენტაციას, რომელიც დღეს თბილისში გაიმართა, SAP-ის წარმომადგენლები, სხვადასხვა კომპანიებისა და IT-ის მიმართულების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.


 
 
Copyright © 2017 Georgian Railway. All Rights Reserved.