კომპანიის შესახებპროექტებიფინანსური ინფორმაცია
აუქციონებიტენდერებისოციალური პროგრამებიმედიაწესები და ინსტრუქციები 
 
ახალი, მაღალბაქნიანი სარკინიგზო სადგური პირველ მგზავრებს 20 მაისს მიიღებს
მაისი 20, 2017

საკონცერტო დარბაზ „Black Sea Arena“-თან ახალი, მაღალბაქნიანი სარკინიგზო სადგური აშენდა.

საკურორტო სეზონის დადგომასთან ერთად, „Black Sea Arena“-ზე დადეგმილია ქართველი თუ უცხოელი შემსრულებლების კონცერტები, შესაბამისად იზრდება მოთხოვნა სამგზავრო მატარებლებზეც. ახალი სადგურის გახსნა მნიშვნელოვანია მგზავრებისთვის. მათთვის საკმაოდ კომფორტულია მატარებლიდან დამატებითი ტრანსპორტის გარეშე საკონცერტო დარბაზამდე მისვლა.

სადგურთან დაიგო ასფალტის გზა, გაკეთდა ტროტუარი, მოეწყო თანამედროვე ლედ განათების სისტემა. ახალი მაღალბაქნიანი სადურის მშენებლობა და მიდებარე ტერიტორიის მოწყობა ფონდ “ ქართუს“ დაფინანსებით განხორციელდა.

პირველ მგზავრებს სადგური 20 მაისს მიიღებს. ჯგუფ „Aerosmith” კონცერტზე ჩასულ სტუმრებს, მატარებლიდან პირდაპირ საკონცერტო დარბაზში შეეძლებათ მისვლა.


 
 
Copyright © 2017 Georgian Railway. All Rights Reserved.