Georgian Railway
 
 
 
 
კომპანიის შესახებ
სტრუქტურადირექტორთა საბჭოვაკანსია კომიტეტები
პროექტებიფინანსური ინფორმაცია
აუქციონებიტენდერებისოციალური პროგრამებიმედიაწესები და ინსტრუქციები 
 
სს ,,საქართველოს რკინიგზის" განცხადება
დეკემბერი 22, 2017

სს „საქართველოს რკინიგზა“ შობა-ახალი წლის დღესასწაულებთან დაკავშირებით, მოთხოვნად მიმართულებებზე, გაზრდილი მგზავრთნაკადის დასაკმაყოფილებლად, 2017 წლის 28-29-30-31 დეკემბერს და  2018 წლის 05-06-07 იანვარს დამატებით ელექტრომატარებლებს ნიშნავს. დამატებითი მატარებლები დაინიშნება თბილისი-ბათუმი-თბილისის (Stadler Kiss) და თბილისი-სენაკი-თბილისის მიმართულებით (GRT).

ასევე თბილისი-ზუგდიდი-თბილისისა და თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მიმართულებაზე მოძრავ საკლასო ვაგონებიან შემადგენლობებს დაემატება სხვადასხვა კლასის  ვაგონები.

აღნიშნულ პერიოდში ქ. ბათუმში ტურისტული ნაკადის მატებასა და მგზავრების თხოვნის გათვალისწინებით 860/859 მატარებლის განრიგით მოძრავ GRT ტიპის შემადგენლობა ჩანაცვლდება კომპანია ,,შტადლერის" ორსართულიანი მატარებლით.

დამატებითი მატარებლები შემდეგი განრიგით იმოძრავებენ:

თბილისი-სენაკი-თბილისი #878/877

გასვლა

ჩასვლა

გამოსვლა

ჩამოსვლა

08:50

13:08

19:45

23:59

თბილისი-ბათუმი-თბილისი #808/807

გასვლა

ჩასვლა

გამოსვლა

ჩამოსვლა

10:30

15:30

17:10

22:03

 

საქართველოს რკინიგზა გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს და გისურვებთ ბედნიერ მგზავრობას!


 
 
Copyright © 2018 Georgian Railway. All Rights Reserved.