კომპანიის შესახებ
მისია, ხედვა რკინიგზის ისტორიასტრუქტურასამეთვალყურეო საბჭომენეჯმენტიდირექტორთა საბჭოვაკანსია კომიტეტები
პროექტებიფინანსური ინფორმაცია
აუქციონებიტენდერებისოციალური პროგრამებიმედიაწესები და ინსტრუქციები 
 
სს ,,საქართველოს რკინიგზა“იწვევს დაინტერესებულ კომპანიებს მგზავრთათვის განკუთვნილი პერიოდული საბორტო ჟურნალის გამოცემის ინტერესის გამოხატვის მიზნით
მარტი 10, 2017


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 ინფორმაცია გამოცდილების შესახებ: პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს, შესაბამის სფეროში, საქართველოს ბაზარზე ოპერირების მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება. მომზადებული და გამოცემული (დიზაინის შემუშავება და დაბეჭდვა) უნდა ჰქონდეს მინიმუმ 10 გამოცემა; უნდა გააჩნდეს რეკლამის მოზიდვის გამოცდილება და უნდა ჰყავდეს სათანადო კადრები, როგორც ჟურნალის სარედაქციო, ისე გაყიდვების მენეჯმენტის უზრუნველსაყოფად.

 

ტექნიკური დავალება:

 პრეტენდენტმა ფირმამ უნდა დაამზადოს 20,000 ცალი ჟურნალი არანაკლებ 100 გვერდისა, წელიწადში 2-ჯერ (შინაარსის მომზადება, დიზაინი, ბეჭდვა).ჟურნალში უნდა იყოს 10 გვერდი, რომელიც განკუთვნილი იქნება ინგლისურენოვანი მკითხველისთვის.

პრეტენდნტმა უნდა უზრუნველყოს, დამკვეთთან შეთანხმებით ჟურნალის კონცეფციის შემუშავება, სტრუქტურის ჩამოყალიბება და ყველა შესაბამისი ქვეთავისთვის შესაბამისი საავტორო ტექსტების/ინტერვიუების/რეპორტაჟებისთვის საჭირო ტექსტისა და დიზაინის მომზადება. ასევე ჟურნალის დაბეჭდვა და მიწოდება სს ,,საქართველოს რკინიგზის“ მგზავრთათვის რკინიგზის მოძრავ შემადგენლობაზე განთვსების მიზნით.

 

შეფასების კრიტერიუმები:

1. გამოცდილება და კვალიფიკაცია

 

2. ანალოგიური პროექტების მართვის გამოცდილება

 

3. კომერციულად მომგებიანი წინადადების წარდგენა, რაც გულისხმობს ჟურნალის სარეკლამო ფართის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლების გათვალისწინებით სს ,,საქართველოს რკინიგზისთვის“ მაქსიმალურად მომგებიანი წინადადების შეთავაზებას.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:


ტელ: +995 32 219 91 12

+995 32 219 95 73

ელ.ფოსტა: railway@railway.ge

ან მოიტანოთ თქვენი წინადადებები მისამართზე: თამარ მეფის გამზირი №15. სს „საქართველოს რკინგზის“ ადმინისტრაციული შენობა

 

ინტერესთა გამოხატვის წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 22 მარტი.


 
 
Copyright © 2017 Georgian Railway. All Rights Reserved.