კომპანიის შესახებპროექტებიფინანსური ინფორმაცია
აუქციონებიტენდერებისოციალური პროგრამებიმედიაწესები და ინსტრუქციები 
 
ქართველ რკინიგზელებს ფრანგი ექსპერტები ევროდირექტივების დანერგვის მიმართულებით გამოცდილებას უზიარებენ
აგვისტო 04, 2017

1 აგვისტოდან 3 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოს რკინიგზაში ჩამოსულია საფრანგეთის რკინიგზის ექსპერტთა ჯგუფი. ფრანგი სპეციალისტები TAIEX (Technical Assistance Information Exchange) პროგრამის ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის გრანტს წარმოადგენს, საქართველოს რკინიგზის თანამშრომლებს, ევროდირექტივების დანერგვის მიმართულებით საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ.

,,მსოფლიო გლობალური ხდება. ყველა კომპანიამ და ორგანიზაციებმა ახალ რეალობასთან უნდა მოახდინონ ადაპტირება. არსებობს ფანტასტიური შესაძლებლობები, რომ კომპანია საერთაშორისო დოენზე გავიდეს. თუმცა, ეს იოლი არაა. ამას დრო სჭირდება. ჩვენ საფრანგეთში საამისოდ 20 წელი დაგვჭირდა. ჩვენ ჩვენს ქართველ პარტნიორებს ავუხსენით, რომ საერთაშორისო ბაზარზე გასვლა რთული პროცესია, თუმცა, საინტერესო სამუშაოა“, - განაცხადა საფრანგეთის რკინიგზის საერთაშორისო პროექტების დირექტორმა ფრედერიკ პარდემ.

ფრანგი და ქართველი რკინიგზელების ძირითადი განხილვის თემა 34-ე ევრო-დირექტივაა, რომელიც რკინიგზის სტრუქტურულ რეფორმას ეხება. საფრანგეთისა და საქართველოს რკინიგზების წარმომადგენელთა შეხვედრები ორმხრივი დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობს. ქართველი რკინიგზელები კონსულტაციებს ევროპის ერთერთი ყველაზე წარმატებული მოდელის - საფრანგეთის რკინიგზის წარმომადგენელებისაგან იღებენ.

,,ევროკავშირის TAIEX პროგრამის ფარგლებში, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ფრანგ სპეციალისტებს ვუმასპინძლოთ. საფრანგეთის რკინიგზის წამყვანი ექსპერტები ევროდირექტივების დანერგვის თვალსაზრისით საკუთარ გამოცდიელბას გვიზიარებენ. როგორც ცნობილია, ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველოს მხარემ ტრანსპორტის დარგშიც დირექტივებისა და რეგულაციების დანერგვის ვალდებულება აიღო. აქედან 3 რეგულაცია და 5 დირექტივა, საერთო ჯამში კი - 8 ნორმატიული აქტი რკინიგზის სფეროში არის დასანერგი.

მიმდინარე შეხვედრები, ძირითადად, 34-ე დირექტივის საკითხებსა და ევროკომისიის მიერ დამტკიცებულ მე-4 სარკინიგზო პაკეტის ცვლილებებს ეხება,“ - აღნიშნა საქართველოს რკინიგზის კორპორატიული მართვის დეპარტამენტის უფროსმა აკაკი საღირაშვილმა.

 
 
Copyright © 2017 Georgian Railway. All Rights Reserved.