კომპანიის შესახებ
სტრუქტურადირექტორთა საბჭოვაკანსია კომიტეტები
პროექტებიფინანსური ინფორმაცია
აუქციონებიტენდერებისოციალური პროგრამებიმედიაწესები და ინსტრუქციები 
 
საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ჩინელების დელეგაციას უმასპინძლა
აპრილი 04, 2018

საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა, დავით ფერაძემ დღეს ორგანიზაცია CASS-ის (ჩინეთის სოციალური მეცნიერების აკადემია) წევრები მიიღო. CASS ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პირდაპირ დაქვემდებარებაშია და უმაღლესი აკადემიური კვლევითი ორგანიზაციაა სოციალურ მეცნიერებასა და ფილოსოფიის დარგში. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურისა და მისი მოდერნიზაციის შესახებ, ჩინეთისა და ევროპის დამაკავშირებელი Middle Corridor-ის პოტენციალზე, საქართველოს სხვა სატრანზიტო დერეფნებზე, მათ შორის ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტზე ისაუბრეს. ქართულმა მხარემ სტუმრებს საქართველოს რკინიგზის შესაძლებლობებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ჩინელების დელეგაციამ გამოთქვა სურვილი ურთიერთობის გაღრმავების შესახებ.


 
 
Copyright © 2018 Georgian Railway. All Rights Reserved.