Georgian Railway
 
 
 
 
კომპანიის შესახებ
სტრუქტურადირექტორთა საბჭოვაკანსია კომიტეტები
პროექტებიფინანსური ინფორმაცია
აუქციონებიტენდერებისოციალური პროგრამებიმედიაწესები და ინსტრუქციები 
 
საქართველოს რკინიგზასა და ჩინეთის ,,ლიენიუნგანგის“ პორტს შორის მემორანდუმი გაფორმდა
მაისი 10, 2018

დღეს საქართველოს რკინიგზასა და ჩინეთის ,,ლიენიუნგანგის“ პორტს შორის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა, დავით ფერაძემ და ,,ლიენიუნგანგის“ პორტის პრეზიდენტმა, ჭუ სიანგიანგმა მოაწერეს. მემორანდუმი მხარეებს შორის ტვირთების შესახებ ინფორმაციის გაცვლას, ტვირთების ჩინეთიდან საქართველოში, ასევე, საქართველოდან ევროპაში გადაზიდვას, ქვეყნებს შორის კომერციული ინფორმაციის გაცვლასა და ე.წ. ტრანსკასპიური დერეფნის გამოყენებაში თანამშრომლობას ითვალისწინებს. დღეს გამართული შეხვედრა იყო სამმხრივი, რომელშიც საქართველს რკინიგზა და ჩინური კომპანიები - ,,კოსკო“ და ,,ლიენიუნგანგის“ პორტის ხელმძღვანელი პირები მონაწილეობდნენ. ქართულმა და ჩინურმა მხარემ ერთმანეთს საკუთარი კომპანიების შესაძლებლობები გააცნეს და მომავალ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. ჩინურმა მხარემ დაადასტურა, რომ ,,შუა დერეფანი“ ერთ-ერთი კონკურენტუნარიანი დერეფანია, რომელიც მნიშვნელოვანია აზიასა და ევროპას შორის ვაჭრობისთვის.


 
 
Copyright © 2018 Georgian Railway. All Rights Reserved.