|
”საქართველოს რკნიგზა” საკუთარი თანამშრომლებისათვის
სხვადასხვა სოციალურ პროგრამებს ახორციელებს.
ეს პროგრამებია:
სრული სადაზღვევო
მომსახურება - საოჯახო დაზღვევის პაკეტი ”მე და ჩემი ოჯახი” დასაქმებულისა
და მისი ოჯახის წევრებისთვის ასაკისა და რაოდენობის შეუზღუდავად. დაზღვეულია ”საქართველოს
რკინიგზის” ყველა თანამშრომელი და მისი ოჯახის წევრი თანაბრად.
საბინაო პირობების
გაუმჯობესების პროექტი- ითვალისწინებს კომპანიის დაბალი რგოლის თანამშრომლებისთვის
ოცდახუთმაგი სახელფასო დანამატის გადაცემას საბინაო პირობების გაუმჯობესებისათვის;
თანამშრომელთა
მორალური და მატერიალური წახალისების პროგრამა - გულისხმობს მუდმივი და ყოველწლიური ნომინაციების მიხედვით,
თანამშრომელთა დაჯილდოებას წოდებებით, ფულადი პრემიებით, სახელფასო დანამატებითა და
ფასიანი საჩუქრებით.
ლოიალურობის პროგრამა
- თანამშრომლების მიმართ მზრუნველობის და კეთილგანწყობის
გამოხატვისთვის მიზნით, „საქართველოს რკინიგზა“ ახორციელებს სხვადასხვა დახმარებებს.
|