კომპანიის შესახებპროექტებიფინანსური ინფორმაცია
აუქციონებიტენდერებისოციალური პროგრამებიმედიაწესები და ინსტრუქციები 
 
ინტერესტა გამოხატვა ოზურგეთი

შპს ,,ჯიარ ქონების მართვის“ მოწვევა ინტერესთა გამოხატვის თაობაზე 

ინფორმაცია

კომპანიის საკუთრებაში არსებული ქ. ოზურგეთში, ოზურგეთის სამგზავრო ვაგზლის შენობის 1 სართულზე მდებარე 297.91 კვ.მ ფართის იჯარის ფორმით, 5 წლის ვადით, ინვესტირების პირობით გადაცემის შესახებ.

კერძოდ, ყველაზე უკეთესი შემოთავაზების მქონე პირს (თანდართული ხელშეკრულების არსებითი პირობების გათვალისწინებით (იხ. მიმაგრებული ფაილი) მიენიჭება უფლება:

ქ. ოზურგეთში, ოზურგეთის სამგზავრო ვაგზლის შენობის 1 სართულზე მდებარე 297.91 კვ,მ ფართში (ოთახები N 2, 5, 6, 7, 8, 9, 12, 13, 14, 15, 16) განახორციელოს ნებისმიერი სამეწარმეო საქმიანობა, რომელიც ნებადართულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, იჯარის ვადა 5 წელი, 12 (თორმეტი) თვიანი საშეღავათო პერიოდი.

დაინტერესებულმა პირებმა (პრეტენდენტებმა) უნდა წარმოადგინოს თანდართული განაცხადი და შესაბამისად მომზადებული შემოთავაზება :

ü ინვესტციის თანხის ოდენობა მინიმუმ 10 000 ( ათიათასი) ლარი;

ü ყოველთვიური საიჯარო ქირის თანხის ოდენობა მინიმუმ 370 ( სამასსამოცდაათი) აშშ დოლარი;

ü ჩასატარებელი ინვესტიციის გაანგარიშება.

შენიშვნა : მესაკუთრემ უნდა აიღოს ვალდებულება განახორციელოს ფულადი ინვესტიცია, რომელიც მოიცავს ოზურგეთის სამგზავრო ვაგზლის შენობის 1 სართულზე მდებარე N 2, 5, 6, 7, 8, 9, 12, 13, 14, 15, 16 ოთახების შეკეთება-რემონტს, ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 (თორმეტი) თვის განმავლობაში, მის მიერ წარმოდგენილი გაანგარიშების შესაბამისად, ასევე განსახორციელებელი ინვესტიციის ოდენობაში უნდა გაითვალისწინოს სამგზავრო ვაგზლის შენობის 1 სართულზე მდებარე შესასვლელი ჰოლის 136,72 კვ.მ ფართის შეკეთება-რემონტი, რომელიც შემდეგ გამოყენებული იქნება საერთო სარგებლობისთვის.

დაინტერესებულმა პირებმა (პრეტენდენტებმა) უნდა წარმოადგინონ განაცხადი და შესაბამისად მომზადებული შემოთავაზება, 10. 04. 2017 წლის -- 15:00 სთ-მდე. ,.შპს „ჯიარ ქონების მართვის“ ოფისში, მისამართზე: თამარ მეფის 15, 0112, თბილისი, საქართველო (სს „საქართველოს რკინიგზის“ ადმინისტრაციულ შენობა, მე-4 სართული). დაინტერესებული პირების (პრეტენდენტების) მიერ წარმოდგენილი განაცხადი გამოქვეყნებული იქნება სს „საქართველოს რკინიგზის“ ვებ-გვერდზე – www.railway.ge, შპს „ჯიარ ქონების მართვის“ ვებ-გვერდზე – www.rpm.railway.ge

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ მათთვის საჭირო დამატებითი ინფორმაცია შპს ,,ჯიარ ქონების მართვის“ საკონტაქტო პირებისაგან. ინფორმაცია ასევე ხელმისაწვდომია სს „საქართველოს რკინიგზის“ ვებ-გვერდზე – www.railway.ge, შპს „ჯიარ ქონების მართვის“ ვებ-გვერდზე – www.rpm.railway.ge და საზოგადოების facebook.com გვერდზე – ჯიარ ქონების მართვა / GR Property Management.

საკონტაქტო პირები:

სახელი:

ლევან კუპრეიშვილი

ავთანდილ თელია

ქვედანაყოფი:

ფინანსური

ტექნიკური

ტელეფონი:

595 03 00 09

591 400 318

ელ.ფოსტა:

levan.kupreishvili@railway.ge

 

გამოქვეყნებული ინტერესთა გამოხატვის გამოცხადება არ ავალდებულებს შპს ,,ჯიარ ქონების მართვას“ გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება პერტენდენტ(ებ)თან, არ აძლევს პრეტენდენტებს შპს ,,ჯიარ ქონების

 

მართვის“ მიმართ ნებისმიერი სახის პრეტენზიის და რაიმე ქმედების განხორციელების უფლებას. შპს ,,ჯიარ ქონების მართვა“ იტოვებს უფლებას საკუთარი მოსაზრებით ნებისმიერ მომენტში შეწყვიტოს ან შეცვალოს პროცედურა, გამორიცხოს ნებისმიერი მხარე პროცედურიდან ან უარი თქვას გამოხატულ ინტერესებზე ყველანაირი ვალდებულებების გარეშე.

შენიშვნა: საუკეთესო შემოთავაზების გამოვლენისათვის მთავარ კრიტერიუმს წარმოადგენს ქ. ოზურგეთში, ოზურგეთის სამგზავრო ვაგზლის შენობის 1 სართულზე მდებარე 297.91 კვ.მ ფართში (ოთახები N 2, 5, 6, 7, 8, 9, 12, 13, 14, 15, 16 ) სამეწარმეო საქმიანობის უფლების მინიჭების სანაცვლოდ შემოთავაზებული ყველაზე მაღალი საინვესტიციო ღირებულება და ყოველთვიური საფასურის ოდენობა, თანდართული ხელშეკრულების არსებით პირობების გათვალისწინებით.



დანართი_1 (განცხადება)

დანართი_2 (ხელშეკრულება)

დანართი_3 (გეგმა)

 
 
Copyright © 2017 Georgian Railway. All Rights Reserved.