კომპანიის შესახებ
სტრუქტურადირექტორთა საბჭოვაკანსია კომიტეტები
პროექტებიფინანსური ინფორმაცია
აუქციონებიტენდერებისოციალური პროგრამებიმედიაწესები და ინსტრუქციები 
 
ცხადდება შიდა კორპორატიული კონკურსი მონიტორინგის და პრევენციის ცენტრში
ოქტომბერი 10, 2018

ძვირფასო მეგობრებო,

სს ”საქართველოს რკინიგზაში” 10 ოქტომბრიდან ცხადდება შიდა კონკურსი კანდიდატთა შერჩევის მიზნით შემდეგ თანამდებობაზე:

მონიტორინგის და პრევენციის ცენტრი

რევიზორი მოძრავი შემადგენლობის დარგში (1500,00ლ.) - 1 საშტატო ერთეული - აღმოსავლეთ რეგიონის სარევიზიო აპარატი

სააპლიკაციო ფორმების მიღება ხორცილედება 12 ოქტომბრის ჩათვლით ადამიანთა რესურსების მართვისა და განვითარების სამსახურში ბეჭდური ან ელექტრონული ფორმით (ოთახი 3064; e-mail: kadrebi@railway.ge).

დამატებითი ინფორმაცია საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ იხილეთ შემდეგ ფურცლებზე

გთხოვთ:

მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება;
აირჩიეთ ქართული Uni
cod;
აირჩიეთ ფონტი - Sylfaen;
სააპლიკაციო ფორმის ფაილს დაარქვით თქვენი სახელი და გვარი.

 

გისურვებთ წარმატებებს

 

დანართი №1

რევიზორის

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

განათლება

უმაღლესი

სამუშაო გამოცდილება

მატარებელთა უსაფრთხო მოძრაობასთან დაკავშირებულ თანამდებობებზე მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება

აუცილებელი უნარ-ჩვევები

სისწრაფე, ოპერატიულობა, შრომისმოყვარეობა, დაკვირვებულობა

აუცილებელი ცოდნა

,,საქართველოს სარკინიგზო ტრანსპორტის ტექნიკური ექსპლუატაციის წესები", ,,საქართველოს სარკინიგზო ტრანსპორტზე მატარებლების მოძრაობისა და სამანევრო მუშაობის ინსტრუქცია", ,,საქართველოს სარკინიგზო ტრანსპორტზე სიგნალიზაციის ინსრუქცია" და მოძრაობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვადასხვა ინსტრუქციები, ბრძანებები, მითითებები და ნორმატიული აქტები, კომპიუტერული საოფისე პროგრამები

სხვა

ფიზიკური სიძლიერე

ფუნქცია -მოვალეობები:

4.1. მოძრავი შემადგენლობის ხარისხიანად დამუშავების უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი ტექნიკური მომსახურების პუნქტების და სამმართველოების ხელმძღვენელ მუშაკებთან ერთად რეგულარული შემოწმებების ჩატარება;

4.2. აღმოჩენილ მწვავე დარღვევებზე შესაბამისი სტრუქტურის ხელმძღვანელებისაგან ოპერატიული რეაგირების კონტროლი;

4.3. სტრუქტურული ხელმძღვენელობის მხრიდან მიიღოს ინფორმაცია დარღვევების შესრულების შესახებ;

4.4. თანამდებობრივი და პროფესიული ცოდნის ასამაღლებელ მეცადინეობებზე დასწრება;

4.5. რეგულარულად, საქართველოს რკინიგზის ყველა ძირითადი მიმართულებით სამგზავრო და სატვირთო მატარებლების გაცილება, დარღვევებზე რეაგირება და შესრულების მიმდინარეობის კონტროლი;

4.6. კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ტექნიკური კონტროლის ცენტრში ტექნიკურ მეცადინეობაზე დასწრება;

4.7. ყოველი კვირის ბოლოს, გაწეული მუშაობის სრული ანალიზის გაკეთება

4.8. გაწული მუშაობის შესახებ ზემდგომი ხელმძღვენელებისადმი პერიოდული ანგარიშვალდებულება.

სამუშაო რეჟიმი: ხუთდღიანი


 
 
Copyright © 2018 Georgian Railway. All Rights Reserved.