ინფორმაცია მგზავრებისათვის

სამგზავრო დოკუმენტის (ბილეთის) შეძენა

· სამგზავრო დოკუმენტის შეძენა შესაძლებელია მატარებლის გასვლამდე 40 დღით ადრე შპს ,,საქართველოს რკინიგზის” საბილეთო სალაროებში, მომენტალური გადახდის აპარატებისა და ინტერნეტის მეშვეობით;

· სამგზავრო დოკუმენტის გაფორმებისას აუცილებელია მგზავრის პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო 14 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის - დაბადების მოწმობა ან პასპორტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

· მგზავრთა უსაფრთხოების მიზნით, კომპიუტერული სისტემით ბილეთების გაყიდვა სალაროებში წყდება მატარებლის გასვლამდე 10 წუთით ადრე;

· მგზავრი მატარებელში დაიშვება სამგზავრო დოკუმენტის და პიროვნების დამადასტურებელი მოწმობის წარდგენის შემთხვევაში.

მგზავრთან ერთად უფასოდ შეიძლება მგზავრობდეს 5 წლამდე ასაკის ერთი ბავშვი, თუ იგი არ იკავებს ცალკე ადგილს, ხოლო ცალკე ადგილის დაკავების სურვილის შემთხვევაში, აუცილებელია შესაბამისი საბავშვო სამგზავრო დოკუმენტის შეძენა.

მგზავრთან ერთად 5 წლამდე ასაკის ერთზე მეტი ბავშვის მგზავრობისას, აგრეთვე 5-დან 10 წლამდე ასაკის თითოეული ბავშვისათვის, აუცილებელია საბავშვო სამგზავრო დოკუმენტის შეძენა;

10 წელზე მეტი ასაკის ბავშვები მგზავრობენ მოზრდილთათვის დადგენილი წესის შესაბამისად;

· დაკარგული ან გაფუჭებული (გახეული, დამწვარი, დასველებული და ა.შ) სამგზავრო დოკუმენტის განახლება ან ღირებულების ანაზღაურება დაუშვებელია;

· გამოუყენებელი სამგზავრო დოკუმენტის დაბრუნება ხორციელდება მხოლოდ იმ პიროვნების მიერ, ვის სახელზეც გაფორმებულია სამგზავრო დოკუმენტი, შესაბამისი პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში;

· მგზავრს უფლება აქვს დააბრუნოს გამოუყენებელი სამგზავრო დოკუმენტი (ბილეთი) და მიიღოს:

ა) ბილეთის მთლიანი საფასური - მატარებლის გასვლამდე არა უგვიანეს 15 საათისა;

ბ) ბილეთის საფასურის 85% - მატარებლის გასვლამდე 15-დან 4 საათამდე დროში;

გ) ბილეთის საფასურის 70% - მატარებლის გასვლამდე 4 საათზე ნაკლებ დროში ან მატარებლის გასვლის მომენტიდან არა უმეტეს 3 საათისა.

მგზავრთა ორგანიზებული ჯგუფების გადაყვანა

მგზავრთა ცალკეული ჯგუფების (10 ადამიანი და მეტი) გადაყვანა ხორციელდება განაცხადის საფუძველზე, სადაც მითითებული უნდა იყოს:

 . შემკვეთი ორგანიზაციის დასახელება;

 . მოთხოვნილი ადგილების რაოდენობა;

 . მატარებლისა და ვაგონის კატეგორია;

 . გამგზავრების თარიღი;

 . გამგზავრებისა და დანიშნულების პუნქტი;

 . ანგარიშსწორების ფორმა (ნაღდი, უნაღდო).

ჯგუფური გადაყვანების შემთხვევაში, რეზერვირებული ადგილების შესყიდვის ვადად განსაზღვრულია: ნაღდი ანგარიშსწორებისას - განაცხადის მიღბიდან არაუმეტეს 3 დღისა, უნაღდო ანგარისსწორებისას-განაცხადის მიღებიდან არაუმეტეს 5 საბანკო დღისა.

 
 
Copyright © 2017 Georgian Railway. All Rights Reserved.