|
«სატვირთო გადაზიდვების ფილიალი» ჩამოყალიბდა 2009 წლის
03 ივლისს ფილიალის სახით.
შპს “საქართველოს რკინიგზის” სატვირთო
გადაზიდვების ფილიალის ძირითად პროდუქციას წარმოადგენს სატვირთო გადაზიდვების განხორციელება.
შპს »საქართველოს რკინიგზის» სატვირთო გადაზიდვების
ფილიალის ბაზარი დაკავშირებულია ტრასეკას დერეფნის მიზიდულობის არეალთან.
სარკინიგზო სატვირთო გადაზიდვების ბაზრის 67%-ს შეადგენს სატრანზიტო გადაზიდვები, ადგილობრივი გადაზიდვები შეადგენს მთლიანი ტვირთზიდვის 11%-ს, ხოლო იმპორტ/ექსპორტი შესაბამისად 15% და 7%.
სატვირთო გადაზიდვების ძირითადი ფუნქციები და მიმართულებებია:
- სატვირთო
გადაზიდვების მართვა;
- მოძრავ
საშუალებათა მართვა;
- სატვირთო გადაზიდვების კლიენტებთან
ურთიერთობა;
- სატარიფო
პოლიტიკის შემუშავება და განვითარება;
- აღრიცხვა
და აღრიცხვიანობის სისტემის მართვა;
პროდუქტები და სერვისები
·
სავაგონო გადაზიდვები
·
საკონტეინერო გადაზიდვები
·
რეფრეჟერატორებით გადაზიდვა
·
სადგურის მომსახურება
·
24 საათზე მეტი სადგურის მომსახურება
·
სამანევრო ლოკომოტივით მომსახურება
·
ტვირთის შენახვა
·
ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვა
·
ვაგონებისა და
ლოკომოტივების იჯარა
|