ტარიფები

სს ”საქართველოს რკინიგზაზე” გარე ორგანიზაციების მიერ სხვადასხვა საინჟინრო კომუნიკაციებით რკინიგზის გადაკვეთის, მისასვლელი ლიანდაგების მოწყობის და ელექტრულ ქსელზე მიერთების ტარიფები

სს ”საქართველოს რკინიგზის” დირექტორთა საბჭოს 2013 წლის 10 სექტემბრის № 6/45 დადგენილებით დამტკიცდა რკინიგზის გარე ორგანიზაციების მიერ სხვადასხვა საინჟინრო კომუნიკაციებით რკინიგზის გადაკვეთაზე, მისასვლელი ლიანდაგების მიერტების და ელექტროფიკაციის ქსელით სარგებლობაზე მომსახურეობის გაწევის წესი.

დადგენილება ითვალისწინებს დაინტერესებული ორგანიზაციების მიერ გაწეულ მომსახურებაზე ანაზღაურების გადახდას რკინიგზის მიმართ შემდეგი ტარიფების მიხედვით (დღგ-ს გარეშე):

1. სს ”საქართველოს რკინიგზის” სარკინიგზო ლიანდაგების სხვადასხვა საინჟინრო კომუნიკაციებით გადაკვეთისას საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმება - 285 ლარი:

2. სს ”საქართველოს რკინიგზის” სარკინიგზო ლიანდაგების სხვადასხვა საინჟინრო კომუნიკაციებით გადაკვეთისას პროექტის შესადგენად ტექნიკური პირობების გაცემა - 186 ლარი;

3. სს ”საქართველოს რკინიგზის” სარკინიგზო ლიანდაგებზე მისასვლელი ლიანდაგების მიერთებისათვის ტექნიკური პირობების გაცემა - 279 ლარი;

4. სს ”საქართველოს რკინიგზის” სარკინიგზო ლიანდაგებზე მისასვლელი ლიანდაგების მიერთების საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმება - 382 ლარი;

5. სს ”საქართველოს რკინიგზის” ელექტრულ ქსელზე მიერთების ტექნიკური პირობის გაცემა - 303,15 ლარი;

6. სს ”საქართველოს რკინიგზის” ელექტრულ ქსელზე მიერთება - 78,42 ლარი;

გარდა ამისა, სს ”საქართველოს რკინიგზის” სარკინიგზო ლიანდაგების სხვადასხვა საინჟინრო კომუნიკაციებით გადაკვეთისას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განისაზღვრება მიწით სარგებლობის ღირებულების ერთჯერადი გადასახადი რეგიონების მიხედვით რკინიგზის გასხვისების ზოლში გამოყოფილი ტერიტორიის ზედაპირული ფართის მიხედვით (სიგრძე და სიგანე).

თითოეული გადაკვეთის ადგილისათვის წარმოდგენილი უნდა იქნეს საკომუნიკაციო ობიექტის ხაზოვანი ნაგებობის საკადასტრო აზომვითი ნახაზის დამოწმებული ქაღალდის და ელ. ვერსია SHP ფაილის ფორმატში, WGS 84 კოორდინატთა სისტემასა და UTM პროექციაში.

 
 
Copyright © 2017 Georgian Railway. All Rights Reserved.