ჩვენს შესახებ

"საქართველოს რკინიგზა" ზრუნავს თქვენზე და თქვენს უსაფრთხოებაზე. ჩვენ უმოკლეს ვადებში შევძელით "საქართველოს რკინიგზა" გარდაგვექმნა კავკასიის რეგიონში ერთ-ერთ უმძლავრეს კომპანიად.

"საქართველოს რკინიგზაში" 15500 ადამიანი არის დასაქმებული; რკინიგზის საერთო სიგრძე 2 344, 2 კილომეტრს შეადგენს. საქართველოს რთულმა გეოგრაფიულმა რელიეფმა მრავალი ხელოვნური საინჟინრო ნაგებობების მშენებლობა განაპირობა, რომელთა რიცხვი 3700-ს აღემატება და ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ სარკინიგზო სერვისის გაუმჯობესებაზე.

"საქართველოს რკინიგზის" მენეჯმენტის მიერ დაგეგმილმა და განხორციელებულმა პროექტებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი კომპანიის განვითარებას და დღეისათვის "საქართველოს რკინიგზა" არის მძლავრი, კონკურენტუნარიანი სატრანსპორტო კომპანია და ქვეყნის ერთიანი ეკონომიკური სისტემის დამაკავშირებელი რგოლი.

სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მუდმივი განვითარებით ჩვენ ყოველდღიურად ვზრუნდავთ თქვენზე!

 
 
Copyright © 2017 Georgian Railway. All Rights Reserved.