საქართველოს რკინიგზა ახალ ხიდს აშენებს
ოქტომბერი 29, 2010

საქართველოს რკინიგზის ფილიალ ,,ინფრასტრუქტურის” დაკვეთით ქარელის რაიონში, აგარა-ქარელის გადასარბენზე დიდი სარკინიგზო ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს.

ახალი ხიდის მშენებლობა მას შემდეგ გადაწყდა, რაც აღნიშნულ მონაკვეთზე 108 წლის ხიდს ექსპლუატაციის ვადა ამოეწურა. ახალი ხიდის მშენებლობა 2009 წელს დაიწყო და მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.

აგარა-ქარელის გადასარბენზე ახალი ხიდის პროექტი ქართველი ინჟინრების მიერ არის შესრულებული. სამშენებლო სამუშაოებსაც ქართველი სპეციალისტები ახორციელებენ.

ხიდი 170 მეტრი სიგრძის იქნება. ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ მატარებლების მოძრაობის სიჩქარე ხიდზე 120 კმ/სთ-მდე გაიზრდება (არსებულ ხიდზე მოძრაობის სიჩქარე 25 კმ/სთ-ში შეადგენს). მრავალი წლის მანძილზე ხიდი უსაფრთხო მოძრაობის გარანტი იქნება.

ახალი ხიდის მშენებლობის პროექტის ღირებულება 11,5 მლნ ლარს შეადგენს. აღსანიშნავია ის, რომ მშენებლობაზე 250-მდე ადგილობრივი მუშა-ხელია დასაქმებული.
 
 
Copyright © 2018 Georgian Railway. All Rights Reserved.